„ნიუტონის თავისუფალი სკოლა“

წარმატება
ამ სკოლაში იწყება!

„ნიუტონის თავისუფალი სკოლა“ 2013 წელს დაარსდა და 0-იდან 12 კლასის მოსწავლეებს, მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებულ, საერთაშორისო ბაკალავრიატის (The International Baccalaureate®) სასწავლო პროგრამებს სთავაზობს:

1. დაწყებითი საფეხურის პროგრამა (PYP ფრესქული, PYP 1-5 კლასები)

2. შუალედური საფეხურის პროგრამა (MYP 6-10 კლასები)

3. დამამთავრებელი საფეხურის პროგრამა (DP 11-12 კლასები)

IB დიპლომი აღიარებულია საქართველოში, „გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას“.

2024-2025 აკადემიური წლიდან, „ნიუტონის თავისუფალი სკოლა“ მოსწავლეებს ორ მისამართზე იღებს:

1. „ნიუტონის თავისუფალი სკოლა“ თბილისში (0-12 კლასები)

2. „ნიუტონის თავისუფალი სკოლა“ საგურამოში (0-5 კლასები)

„ნიუტონის თავისუფალი სკოლა“ ზრუნავს თავისი მოსწავლეების ინტელექტუალურ, სოციალურ, ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე. სკოლის მიზანია მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე განუვითაროს დამოუკიდებლად და კრიტიკულად აზროვნების უნარები.

სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით და სასწავლო ლაბორატორიებით. სკოლის ტერიტორიაზე არის დახურული სპორტული დარბაზი და ღია სპორტული მოედანი, საცურაო აუზი და სხვა აუცილებელი სივრცეები სწავლებისა და სწავლისთვის სასიამოვნო და კომფორტული გარემოს შესაქმნელად.

ჩვენ ვითვალისწინებთ მოსწავლეების მოსაზრებებსა და სურვილებს, იმისათვის რომ სასკოლო ცხოვრება პოზიტიური გამოწვევებით სავსე, საინტერესო თავგადასავლად ვაქციოთ

„ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ მოსწავლეები მრავალფეროვანი ინტერესებით გამოირჩევიან, შესაბამისად, ძირითად კურიკულუმთან ერთად, სკოლა თავის მოსწავლეებს სხვადასხვა საკლუბო მეცადინეობებს სთავაზობს.

ნიუტონის თავისუფალი სკოლის მისია მოსწავლეთა პოტენციალის გამოვლენა და განვითარებაა, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ სიახლის შეცნობის მსურველ, განათლებულ და მზრუნველ მსოფლიო მოქალაქეებად, რომლებსაც შეუძლიათ გამოიჩინონ ინიციატივა  სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად.

ამის მისაღწევად ნიუტონის თავისუფალი სკოლა ცდილობს, მოსწავლეებისთვის შესწავლის, აღმოჩენის, ახალი ცოდნისა თუ უნარების დაუფლების პროცესი იყოს სასიამოვნო როგორც საკლასო ოთახებში, ისე – მათ მიღმა. ჩვენი მიზანია:

დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს ჩამოყალიბდნენ გლობალურად მოაზროვნე, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებად, რომლებიც შექმნიან უფრო უსაფრთხო და მშვიდობიან სამყაროს;

ჩვენმა მოსწავლეებმა შეძლონ განათლების მიღება უახლესი სამეცნიერო მიღწევების პარალელურად და გაეცნონ იმ საკითხებს თუ იდეებს, რომლებიც ადგილობრივი და მსოფლიო მნიშვნელობისაა;

ხელი შევუწყოთ ჩვენს მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე გამოიმუშავონ დასწავლის უნარ-ჩვევები, რათა დამოუკიდებლად თუ სხვებთან ერთად შეძლონ ცოდნის შეძენა და გაღრმავება;

დავეხმაროთ მოსწავლეებს ჩამოყალიბდნენ გამბედავ და ინიციტივის მქონე ინდივიდებად, რომლებიც მიაღწევენ წარმატებას და სხვებსაც დაეხმარებიან იმავეს მიღწევაში;

განუვითაროთ მოსწავლეებს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, რაც დაეხმარება მათ ნებისმიერი გამოწვევის დაძლევაში;

მოსწავლეებს მივცეთ სტიმული, არ შეწყვიტონ ცხოვრების განმავლობაში შემეცნება, გახდნენ მოხერხებული, მრავალფეროვანი უნარების მქონე ადამიანები, რომლებიც პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით მუდმივად იზრუნებენ თვითგანვითარებაზე;

მოსწავლეებმა განივითარონ ეფექტური კომუნიკაციის უნარები, რათა მოახერხონ თავდაჯერებულად და კრეატიულად თვითგამოხატვა სხვადასხვა კულტურულ და სოციალურ გარემოში.

2024-2025 აკადემიური წლიდან, ნიუტონის სკოლა მოსწავლეებს იღებს საგურამოშიც, ფრესქულის (PYP) და დაწყებითი საფეხურის (PYP 1-5 კლასები) პროგრამებზე. სკოლის ტერიტორიაზე მოწყობილია მრავალფეროვანი სარეკრეაციო ზონები სუფთა ჰაერზე სწავლისა და თამაშისთვის.

საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) დაწყებითი საფეხურის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე: PYP ფრესქული, PYP 1-5 კლასები.

„ნიუტონის თავისუფალ სკოლაში“ მიღების და მობილობის პროცედურებს გაეცანით ბმულზე.

სკოლის ზუსტი ადგილმდებარეობის სანახავად, მიჰყევით ბმულს

„ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ შესახებ ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, მიმართეთ მშობლებთან ურთიერთობის სამსახურს:

ტელეფონი: 570 705090; 570 705080
ელ. ფოსტა: info@newton.edu.ge

„ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ ბიბლიოთეკა სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. 7000-ზე მეტი ერთეულისგან შემდგარი საბიბლიოთეკო ფონდი მხატვრულ და სამეცნიერო ლიტერატურას, პროფესიულ რესურსებს და სასკოლო სახელმძღვანელოებს აერთიანებს. სკოლის ბიბლიოთეკა მოსწავლეების, მასწავლებლების და სკოლის სხვა თანამშრომლების პროფესიული, ინტელექტუალური და შემოქმედებითი განვითარებისათვის ფუნქციონირებს.

„ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ ბიბლიოთეკა გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა  ღონისძიებებს, მათ შორის, საჯარო ლექციებს, წიგნის პრეზენტაციებს, კინოჩვენებებს, გამოფენებს, მწერლებთან და ხელოვანებთან შეხვედრებს, დისკუსიებს და სხვა.

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ მოსწავლეები ეცნობიან ბიბლიოთეკის საქმიანობას, შეისწავლიან წიგნადი ფონდის მართვას, წიგნების დამუშავებას, მონაწილეობენ ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაგეგმვაში და სხვა.