„ნიუტონის თავისუფალი სკოლა“

სასწავლო გრანტები

სასწავლო გრანტით ისარგებლებ ყოველწლიურად, „ნიუტონის თავისუფალ სკოლაში“ სწავლის პერიოდში.

1. „ნიუტონის თავისუფალი სკოლა“ გთავაზობს სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას თუ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის ან ბიოლოგიის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადებიდან 2 ან მეტი ოლიმპიადის მესამე ტურში მოხვდები.

2. ასევე ჩვენგან მიიღებ სრულ დაფინანსებას, თუ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის ან ბიოლოგიის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის ხუთეულში აღმოჩნდები.

3. თუ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის ან ბიოლოგიის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში მოხვდები, „ნიუტონის თავისუფალ სკოლაში“ სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, ყოველწლიურად მიიღებ 2500 ლარიან სასწავლო გრანტს.

4. თუ ისტორიის, გეოგრაფიის, ან ქართული ენის და ლიტერატურის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში ხარ გადასული, „ნიუტონის თავისუფალ სკოლაში“ სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, ყოველწლიურად მიიღებ 1500 ლარიან სასწავლო გრანტს.

5. თუ ზემოთ ჩამოთვლილ ოლიმპიადებიდან 2 ან მეტი ოლიმპიადის მესამე ტურში მოხვდები, გრანტის ოდენობა დაჯამდება.