გახდი „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“

გუნდის წევრი!

თუ ხარ შენი საქმის პროფესიონალი, ეცნობი და იყენებ სწავლების თანამედროვე მეთოდებს, ზრუნავ თვითგანვითარებაზე და არ გეშინია, გახდე ცნობისმოყვარე მოსწავლეების მასწავლებელი, შენი ადგილი „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ გუნდშია!

„ნიუტონის თავისუფალ სკოლაში“ ვქმნით გარემოს, სადაც სწავლა-სწავლება სასიამოვნო და კოლაბორაციული პროცესია. ჩვენ ვზრუნავთ როგორც მოსწავლეების, ისე თანამშრომლების პირად და პროფესიულ განვითარებაზე. რეგულარულად ვახორციელებთ ტრენინგებს, სემინარებს და სამუშაო შეხვედრებს თანამშრომლების პროფესიული ზრდის მხარდასაჭერად.

ურთიერთპატივისცემა, კეთილგანწყობა და პოზიტიური ატმოსფერო „ნიუტონის თავისუფალ სკოლაში“ არა მხოლოდ იდეა, არამედ იდენტობის განუყოფელი ნაწილია.

თუ შენთვის სასურველი ვაკანსია ვერ ნახე მიმდინარე ვაკანსიების ჩამონათვალში, გამოაგზავნე რეზიუმე ელ. ფოსტაზე vacancy@newton.edu.ge (სათაურის ველში მიუთითე შენთვის საინტერესო პოზიცია).

ამ მომენტში, მიმდინარე ვაკანსიები არ გვაქვს.

გამოაგზავნე რეზიუმე ელ. ფოსტაზე vacancy@newton.edu.ge (სათაურის ველში მიუთითე შენთვის საინტერესო პოზიცია).