სკოლის ჟურნალი
  • en
logo dark logo light logo
  • ნიუტონის სკოლა
    • სკოლის შესახებ
    • სკოლის მისია
    • მიღება
    • სწავლის საფასური და გრანტები
    • დოკუმენტაცია
    • ბიბლიოთეკა
    • სასარგებლო ბმულები
    • ხშირად დასმული კითხვები
  • სასწავლო პროგრამები
    • IB საერთაშორისო ბაკალავრიატი
      • პროგრამის შესახებ
      • IB პროექტები
      • ხშირად დასმული კითხვები
    • ფრესქული PYP
      • პროგრამის შესახებ
    • დაწყებითი საფეხური PYP
      • პროგრამის შესახებ
      • PYP პროექტები
      • პოლიტიკის დოკუმენტები
    • შუალედური საფეხური MYP
      • პროგრამის შესახებ
      • MYP პროექტები
      • პოლიტიკის დოკუმენტები
    • დამამთავრებელი საფეხური DP
      • პროგრამის შესახებ
      • DP პროექტები
      • პოლიტიკის დოკუმენტები
      • ხშირად დასმული კითხვები
  • კლუბები
  • პარტნიორები
    • საბავშვო ბაღი „პატრონუსი“
    • „დინამოს“ ცურვისა და წყალბურთის აკადემია
    • „ორბის“ კალათბურთის აკადემია
    • „ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემია
    • რობოტიკის სკოლა
  • შემოგვიერთდი
  • კონტაქტი
Mobile Logo
  • en
  • ნიუტონის სკოლა
    • სკოლის შესახებ
    • სკოლის მისია
    • მიღება
    • სწავლის საფასური და გრანტები
    • დოკუმენტაცია
    • ბიბლიოთეკა
    • სასარგებლო ბმულები
    • ხშირად დასმული კითხვები
  • სასწავლო პროგრამები
    • IB საერთაშორისო ბაკალავრიატი
      • პროგრამის შესახებ
      • IB პროექტები
      • ხშირად დასმული კითხვები
    • ფრესქული PYP
      • პროგრამის შესახებ
    • დაწყებითი საფეხური PYP
      • პროგრამის შესახებ
      • PYP პროექტები
      • პოლიტიკის დოკუმენტები
    • შუალედური საფეხური MYP
      • პროგრამის შესახებ
      • MYP პროექტები
      • პოლიტიკის დოკუმენტები
    • დამამთავრებელი საფეხური DP
      • პროგრამის შესახებ
      • DP პროექტები
      • პოლიტიკის დოკუმენტები
      • ხშირად დასმული კითხვები
  • კლუბები
  • პარტნიორები
    • საბავშვო ბაღი „პატრონუსი“
    • „დინამოს“ ცურვისა და წყალბურთის აკადემია
    • „ორბის“ კალათბურთის აკადემია
    • „ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემია
    • რობოტიკის სკოლა
  • შემოგვიერთდი
  • კონტაქტი

ბუნებისმეტყველება

მასწავლებლის ინსტრუქციების გამოყენებით და მისი ზედამხედველობის ქვეშ, მოსწავლეები დამოუკიდებლად ატარებენ სამეცნიერო ექსპერიმენტებს სკოლის ლაბორატორიაში, რომლებიც ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის დარგებს ეფუძნება.

კლასები: 3-6

რეგისტრაცია

ელექტრონიკა

ელექტრონიკის კლუბში მოსწავლეები შეისწავლიან ელექტრონიკის, ელექტროინჟინერიის და რობოტიკის საბაზისო პრინციპებს. ასევე მიკროპროცესორების დაპროგრამებას და მათი გამოყენებით რობოტების და სხვადასხვა ელექტრო სისტემების შექმნას.

კლასები: 9-12

რეგისტრაცია

სახალისო მათემატიკა

კლუბში განიხილავენ მათემატიკურ/ლოგიკურ მაგალითებსა და ამოცანებს. განკუთვნილია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის და ხელს უწყობს მათემატიკის საგნის მიმართ მათი დამოკიდებულების გაუმჯობესებას და აღნიშნულ დისციპლინაში თვალსაწიერის გაფართოებას.

კლასები: 1-4

რეგისტრაცია

ავია მოდელირება

ავიამოდელირების კლუბი მოიცავს ინჟინერიის ზოგადი პრინციპების შესწავლას და სქემატური მფრინავი პლანერების მოდელირებას. მოსწავლეები შეისწავლიან მცირე ზომის საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების დიზაინს, კონსტრუირებას და გაფრენას.

კლასები: 5-8

რეგისტრაცია

ციფრული მარკეტინგი

კლუბში მოსწავლეები შეისწავლიან ციფრული მარკეტინგის სტრატეგიების დაგეგმვას და კამპანიების წარმოებას, საძიებო სისტემების ოპტიმიზაციას, მონაცემების ანალიზს, რეპორტინგს. მარკეტინგის სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენებას, მათ შორის: Google Ads, Facebook Ads და სხვა.

კლასები: 9-11

რეგისტრაცია

Model UN

Model UN (გაეროს მოდელი) წარმოადგენს გაეროს გენერალური ასამბლეის და მისი სხვა ორგანოების სიმულაციას. მოსწავლეები მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ელჩებად გვევლინებიან და დებატების გზით, ადვოკატირებას უწევენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, კლიმატის ცვლილება და სხვა.

კლასები: 10-12

რეგისტრაცია

ჭადრაკი

კლუბში მოსწავლეები გაეცნობიან ყველა საჭადრაკო სვლას და ტერმინს, დებიუტის გათამაშების წესებს, დაბმას, ორმაგ მუქარას, გახსნილ და ორმაგ ქიშს, საჭადრაკო ტურნირზე მოქცევის წესებს, საჭადრაკო პარტიის ჩაჭერას-კომენტარს და სხვა.

კლასები: 1-9

რეგისტრაცია

დებატები

კლუბის მიზანია მოსწავლეების ორატორული უნარების, კრიტიკული აზროვნების და თავდაჯერებული კომუნიკაციის განვითარება. შიდა სასკოლო ტურნირებში მონაწილეობით, მოსწავლეები მიღებული ცოდნის დემონსტრირებას და მის პრაქტიკაში გამოყენებას ახორციელებენ.

კლასები: 7-11

რეგისტრაცია

ინტელექტუალური თამაშები

კლუბი მიზნად ისახავს მოსწავლეთა ისეთი კოგნიტიური უნარების განვითარებას, როგორიცაა მეხსიერება, ყურადღება, პრობლემების გადაჭრა. ამავდროულად, ხელს უწყობს შემოქმედებითი შესაძლებლობებისა და სოციალური უნარების განვითარებას.

კლასები: 6-10

რეგისტრაცია

Native Speaker (ინგლისური)

კლუბის მიზანია ინგლისურენოვან მასწავლებელთან დისკუსიისა და ჯგუფური მუშაობის გზით, მოსწავლეებისთვის საკომუნიკაციო ინგლისურის უნარების განვითარება. განკუთვნილია იმ მოსწავლეებისთვის, რომელთა ინგლისური ენის დონე არის Intermediate Plus და ზემოთ.

კლასები: 1-11

რეგისტრაცია

ფრანგული

კლუბის მიზანია ფრანგული ენის შესწავლით დაინტერესებული მოსწავლეების კითხვის, სმენის, წერის და კომუნიკაციის უნარების განვითარება.

კლასები: 2-10

რეგისტრაცია

გერმანული

კლუბის მიზანია გერმანული ენის შესწავლით დაინტერესებული მოსწავლეების კითხვის, სმენის, წერის და კომუნიკაციის უნარების განვითარება.

კლასები: 2-10

რეგისტრაცია

ესპანური

კლუბის მიზანია ესპანური ენის შესწავლით დაინტერესებული მოსწავლეების კითხვის, სმენის, წერის და კომუნიკაციის უნარების განვითარება.

კლასები: 2-10

რეგისტრაცია

ჩინური

კლუბის მიზანია ჩინური ენის შესწავლით დაინტერესებული მოსწავლეების კითხვის, სმენის, წერის და კომუნიკაციის უნარების განვითარება.

კლასები: 6-10

რეგისტრაცია

რუსული

კლუბის მიზანია რუსული ენის შესწავლით დაინტერესებული მოსწავლეების კითხვის, სმენის, წერის და კომუნიკაციის უნარების განვითარება.

კლასები: 2-10

რეგისტრაცია

ლიტერატურა

კლუბი მოსწავლეებს ეხმარება ისეთი სააზროვნო უნარების განვითარებაში როგორიცაა წაკითხულის გააზრება, კრიტიკული, შემოქმედებითი, მეტაკოგნიტური აზროვნება და სადისკუსიო-საკომუნიკაციო უნარების ამაღლება.

კლასები: 1-11

რეგისტრაცია

შემოქმედებითი წერა

კლუბის მიზანია მოსწავლეებისთვის შემოქმედებითი წერის სწავლება. კლუბი მოსწავლეებს ეხმარება შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში და ლექსიკური მარაგის შევსებაში, კრიტიკული ანალიზის და კვლევა-ძიების უნარების განვითარებაში.

კლასები: 7-8

რეგისტრაცია

მობილური ფოტო/ვიდეოგრაფია

კლუბში მოსწავლეები შეისწავლიან ფოტოგრაფიის და ვიდეოგრაფიის საფუძვლებს და სხვადასხვა თემების გარშემო დავალებების შესრულებით, თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ.

კლასები: 7-12

რეგისტრაცია

ხატვა

მოსწავლეები იუმჯობესებენ სახვით და წარმოსახვით უნარებს, ერთვებიან შემოქმედებით საქმიანობაში. ყოველი სემესტრის ბოლოს იმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილია მოსწავლეების მიერ შესრულებული სხვადასხვა თემატური ნამუშევრები.

კლასები: 1-6

რეგისტრაცია

ძერწვა

მოსწავლეები იუმჯობესებენ წარმოსახვით უნარებს, ერთვებიან შემოქმედებით საქმიანობაში. ყოველი სემესტრის ბოლოს იმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ძერწვის კლუბის მოსწავლეების მიერ გამოძერწილი სხვადასხვა თემატური ფიგურები.

კლასები: 1-6

რეგისტრაცია

დრამა

კლუბი განკუთვნილია დრამატურგიითა და სამსახიობო ოსტატობით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის, სადაც ისინი შეისწავლიან სხვადასხვა სასცენო მოძრაობებს და მონაწილეობას მიიღებენ თეატრალურ დადგმებში.

კლასები: 1-11

რეგისტრაცია

სიმღერა

კლუბის მიზანია მოსწავლეებისათვის თანამედროვე და ფოლკლორული სიმღერების გაცნობა და სწავლება. ყოველი სემესტრის ბოლოს მოსწავლეები მიღებულ ცოდნას საჩვენებელი გაკვეთილებით წარმოაჩენენ.

კლასები: 1-5

რეგისტრაცია

ქართული ცეკვა

კლუბის მიზანია ქართული ტრადიციული ცეკვების ილეთების, ელემენტების და მუსიკის გაცნობა და მათი ერთმანეთთან შერწყმის შესწავლა. ამასთანავე, ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.

კლასები: 1-6

რეგისტრაცია

სამეჯლისო ცეკვა

კლუბის მთავარი მიზანია ლათინო-ამერიკული და ევროპული ცეკვების რითმების გაცნობა და საბაზისო ფიგურების, მუსიკისა და ილეთების ერთმანეთთან შერწყმის შესწავლა, ასევე ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.

კლასები: 1-6

რეგისტრაცია

ფეხბურთი

კლუბის მთავარი აქტივობაა ფეხბურთის თამაში. მოსწავლეები ვარჯიშობენ ფეხბურთის სხვადასხვა კომპონენტებში, რაც მოიცავს ბურთის დარტყმას, გაჩერებას, ტარებას, ართმევას, მოკლე გადაცემებს წყვილებში, სმენითი და მხედველობითი რეაქციების განსავითარებელ ვარჯიშებს და სხვა.

კლასები: 1-11

რეგისტრაცია

კალათბურთი

კლუბის მთავარი აქტივობაა კალათბურთის თამაში, მოსწავლეები ასევე ივარჯიშებენ კალათბურთის სხვადასხვა კომპონენტებში. კლუბის მიმდინარეობისას გამოიყენება სხვადასხვა მცირე თამაშები და ვარჯიშები, სადაც რამდენიმე ელემენტზე ერთად ხდება მუშაობა.

კლასები: 4-11

რეგისტრაცია

ფრენბურთი

კლუბის მთავარი აქტივობაა ფრენბურთის თამაში, მოსწავლეები ასევე ივარჯიშებენ ფრენბურთის სხვადასხვა კომპონენტებში, კერძოდ ბურთის დარტყმა, სმენითი და მხედველობითი რეაქციების განსავითარებელი ვარჯიშები, გუნდური და ინდივიდუალური დაცვის ორგანიზება, ბადესთან სწორი ადგილის შერჩევა და სხვა.

კლასები: 6-10

რეგისტრაცია

კარატე

კარატე არის არაძალადობრივი საბრძოლო ხელოვნება, რომელიც ფოკუსირებულია თავდაცვისა და ძალადობის თავიდან აცილების სწავლებაზე. მოსწავლეები შეისწავლიან კარატეს ტექნიკებს, მოძრაობებს და გამოიმუშავებენ ემოციური რეგულირების უნარებს, რაც გადამწყვეტი ცხოვრებისეული უნარია.

კლასები: 1-6

რეგისტრაცია

ფარიკაობა

კლუბის მთავარი აქტივობაა ფარიკაობის შესწავლა, რისთვისაც მოსწავლეები ვარჯიშობენ ფარიკაობის სხვადასხვა კომპონენტებში, კერძოდ დაშნის სწორად დაჭერა, სწორი დგომა, მეტოქეზე დაკვირვება, სწორი მოძრაობა შეტევისას და თავდაცვისას, მოთმინება, დროის გაკონტროლება და სხვა.

კლასები: 3-8

რეგისტრაცია

კატეგორიები

  • ყველა კლუბი

  • მეცნიერებები

  • მათემატიკა

  • პროფესიული

  • ინტელექტუალური

  • უცხო ენები

  • ლიტერატურა

  • ხელოვნება

  • სპორტი

ნიუტონის სკოლა

წარმატება ამ სკოლაში იწყება!

570 705080 570 705090 info@newton.edu.ge

ჩვენ შესახებ

  • სკოლის შესახებ
  • მიღება
  • სწავლის საფასური და გრანტები
  • ხშირად დასმული კითხვები

სასწავლო პროგრამები

  • ფრესქული PYP
  • დაწყებითი საფეხური PYP
  • შუალედური საფეხური MYP
  • დამამთავრებელი საფეხური DP

პარტნიორები

  • საბავშვო ბაღი „პატრონუსი“
  • „დინამოს“ ცურვისა და წყალბურთის აკადემია
  • „ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემია
  • „ორბის“ კალათბურთის აკადემია
  • რობოტიკის სკოლა
სკოლის ჟურნალი
© ნიუტონის თავისუფალი სკოლა
© Newton Free School