„ნიუტონის თავისუფალი სკოლა“

დამამთავრებელი საფეხური

საერთაშორისო ბაკალავრიატის დამამთავრებელი საფეხურის პროგრამა (DP) 11-12 კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და შემუშავებულია მათი ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური და ფიზიკური კეთილდღეობის გასავითარებლად. პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები ტრადიციულ აკადემიურ დისციპლინებს ერთმანეთთან აკავშირებენ და მიღებულ ცოდნას რეალური პრობლემების გადასაჭრელად იყენებენ, უნიკალური „ცოდნის თეორიის“ კურსის  ფარგლებში, ცოდნის არსს უღრმავდებიან და აკადემიურ დისციპლინებსა და სამყაროს შორის კავშირებს იკვლევენ. გარდა ამისა, DP-ს კურსდამთავრებულები გონებაგახსნილ და ტოლერანტ ადამიანებად გვევლინებიან, რომლებიც კულტურულ მრავალფეროვნებას აფასებენ და განსხვავებულ მოსაზრებებს სცემენ პატივს.

IB პროგრამების მიზანია საერთაშორისოდ მოაზროვნე ადამიანების აღზრდა, რომლებიც საყოველთაო ჰუმანურობის და პლანეტაზე კოლექტიური მზრუნველობის მნიშვნელობის აღიარებით, უკეთესი და მშვიდობიანი სამყაროს შექმნას შეეცდებიან.

IB მოსწავლის პროფილი სასწავლო პროცესის ცენტრში ათავსებს მოსწავლეებს და მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად. IB მოსწავლის პროფილში შემავალი 10 ატრიბუტის განვითარება, გლობალურად მოაზროვნე ადამიანების ჩამოყალიბების საფუძველია, რომლებსაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლიათ.

IB-ს მოსწავლეები მიისწრაფვიან, რომ იყვნენ: მკვლევრები, მცოდნეები, მოაზროვნეები, კომუნიკატორები, პრინციპულები, გონებაგახსნილები, მზრუნველები, გაბედულები, გაწონასწორებულები, რეფლექსიურები.

IB მოსწავლის პროფილის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

10 მიზეზი

რატომ არის DP საუკეთესო პროგრამა უმაღლესი განათლებისთვის მოსამზადებლად:

1. გაზრდილი აკადემიური შესაძლებლობები: ჩატარებული კვლევების მიხედვით, DP-ს კურსდამთავრებულებს, სხვა პროგრამების აბიტურიენტებთან შედარებით, საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის უფრო მაღალი შანსები აქვთ.

2. უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ შედეგი: „კრეატიულობა, აქტივობა, სერვისის“ (CAS) პროექტების ფარგლებში, მოსწავლეები კლასგარეშე გამოცდილებას იღებენ და როგორც ემოციურად, ასევე ეთიკურად და ინტელექტუალურად ვითარდებიან.

3. თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლად სწავლის უნარი: სადიპლომო ნაშრომის (EE) მომზადება მოსწავლეებისგან თემის სიღრმისეული შესწავლის გზით, დამოუკიდებელი კვლევის ჩატარებას მოითხოვს,.

4. საერთაშორისო კვალიფიკაცია: DP მსოფლიო სტანდარტის პროგრამაა, რომელიც აღიარებულია როგორც უნივერსიტეტების, ისე დამსაქმებლების მიერ.

5. გლობალურად მოაზროვნე კურსდამთავრებულები: პროგრამის მიზანი საერთაშორისოდ მოაზროვნე ადამიანების აღზრდაა, რაც არსებითი უნარია უფრო და უფრო მეტად გლობალიზებულ საზოგადოებებში.

6. კრიტიკული აზროვნების უნარი: IB მოსწავლეებს საკითხების გაანალიზებას და შეფასებას, იდეების ფორმირებას და ახალი პერსპექტივების განხილვას ასწავლის.

7. დროის მართვის უნარის ფლობა: DP-ის მოსწავლეებს განვითარებული აქვთ სწავლის მტკიცე უნარ-ჩვევები და დროის მართვის ეფექტური სტრატეგიები, რაც უნივერსიტეტისთვის მზაობის მთავარი ინდიკატორია.

8. უფრო მეტი, ვიდრე გამოცდებისთვის მომზადება: IB მოსწავლეებს საკითხების გააზრებას და გაცნობიერებას ასწავლის, არა მხოლოდ გამოცდებისთვის ფაქტების ან თემების დაზეპირებას.

9. საგნები არ ისწავლება იზოლირებულად: „ცოდნის თეორიის“ (TOK) კურსის  ფარგლებში, მოსწავლეები ცოდნის არსს უღრმავდებიან და აკადემიურ დისციპლინებსა და სამყაროს შორის კავშირებს იკვლევენ.

10. სიღრმისეული, საფუძვლიანი სწავლება: DP-ს სასწავლო პროგრამა სამი ცენტრალური საგნისგან და 6 საგნობრივი ჯგუფისგან შედგება, რომლებიც, თავის მხრივ, სხვადასხვა საგნებს აერთიანებენ.

*IB-ს მიერ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით

DP-ს სასწავლო პროგრამა სამი ცენტრალური საგნისგან და ექვსი საგნობრივი ჯგუფისგან შედგება. ცენტრალური საგნების მიზანია მოსწავლეების გამოწვევა და მათთვის საგანმანათლებლო არეალის გაფართოება, რათა წარმატებით გამოიყენონ მიღებული ცოდნა და უნარები რეალური პრობლემების გადასაჭრელად. 

DP-ს მოქნილი პროგრამა მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს ფოკუსირდნენ აკადემიურ დისციპლინებზე და ამასთან, განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები. მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული სასწავლო პროგრამის წყალობით, მოსწავლეებს უდავო უპირატესობა ენიჭებათ სასურველ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად და კარიერული წარმატების მისაღწევად.

ცენტრალური საგნები

ცოდნის თეორია (TOK), სადიპლომო ნაშრომი (EE) და კრეატიულობა, აქტივობა, სერვისი (CAS) საერთაშორისო ბაკალავრიატის® დამამთავრებელი საფეხურის პროგრამის ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო  საგნებია.

ცოდნის თეორია (TOK) „საიდან ვიცით ის, რაც ვიცით?“ – TOK მოსწავლეებს ცოდნის არსზე დააფიქრებს და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რაც მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილებების გაცნობიერებაში ეხმარება. „ცოდნის თეორია“ მოსწავლეებს როგორც საკუთარი მოსაზრებების გაზიარებას, ისე სხვების მოსმენასა და ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღებისკენ მოუწოდებს.

კრეატიულობა, აქტივობა, სერვისი (CAS) პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების გზით, „კრეატიულობა, აქტივობა, სერვისი“ (CAS), მოსწავლეებს პიროვნული და ინტერპერსონალური განვითარების შესაძლებლობას აძლევს. CAS-ის პროექტები მოსწავლეებისთვის ერთგვარი გამოწვევაა, გამოავლინონ ინიციატივა, გამოიჩინონ შეუპოვრობა და განავითარონ ისეთი უნარები, როგორიცაა თანამშრომლობა, პრობლემების გადაჭრა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. CAS-ის ინდივიდუალური და ამავდროულად, კოლაბორაციული ხასიათი, მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ისიამოვნონ როგორც პროცესით, ასევე მიღწეული შედეგით.

სადიპლომო ნაშრომი (EE) დამოუკიდებელი კვლევითი პროცესია, რომელიც 4000 სიტყვიან ესეში ჯამდება. EE მოსწავლეებს მათთვის საინტერესო თემის სიღრმისეულად გამოკვლევის შესაძლებლობას სთავაზობს და DP-ს ექვსი საგნობრივი ჯგუფიდან ერთ-ერთს ეფუძნება. სადიპლომო ნაშრომის შექმნის პროცესში, მოსწავლეებს ისეთი უნარ-ჩვევები უვითარდებათ, როგორიცაა საკვლევი თემის საკვანძო კითხვის ფორმულირება, დამოუკიდებელი მოკვლევის წარმოება, იდეების გადმოცემა და არგუმენტების განვითარება.

საგნობრივი ჯგუფები

DP-ს სასწავლო პროგრამა 6 საგნობრივი ჯგუფისგან შედგება, რომლებიც, თავის მხრივ, სხვადასხვა საგნებს აერთიანებენ. DP-ის საგნობრივი ჯგუფებია: ენა და ლიტერატურა, უცხოური ენები, მათემატიკა, საზოგადოებრივი მეცნიერებები, მეცნიერებები და ხელოვნება.

5 საგნობრივი ჯგუფი

„ნიუტონის თავისუფალ სკოლაში“ DP-ს სასწავლო პროგრამა 5 საგნობრივ ჯგუფს მოიცავს:

ენა და ლიტერატურა

  • ლიტერატურა (ქართულად)
  • ლიტერატურა (ინგლისურად)

უცხოური ენები

  • ინგლისური ენა
  • გერმანული (დაწყებითი)

მათემატიკა

  • პრაქტიკული გამოყენებები და განმარტებები
  • ანალიზი და მიდგომები

საზოგადოებრივი მეცნიერებები

  • ისტორია
  • ბიზნესი და მენეჯმენტი
  • გლობალური პოლიტიკა

მეცნიერებები

  • ბიოლოგია
  • ქიმია
  • ფიზიკა
  • კომპიუტერული მეცნიერება

დამამთავრებელი საფეხურის პროგრამა გამორჩეული სტატუსით სარგებლობს მსოფლიოს 1931 უნივერსიტეტში. ყოველწლიურად, DP-ს კურსდამთავრებულები 90-მდე ქვეყანაში, 3300-ზე მეტ უმაღლეს სასწავლებელში განაგრძობენ უმაღლესი განათლების მიღებას. 2023 წელს, „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ საერთაშორისო ბაკალავრიატის 20-მა კურსდამთავრებულმა, ჯამში 2,700,000 აშშ დოლარის დაფინანსება და 80 მოწვევის წერილი მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ესპანეთის, იტალიის,  ბელგიის, ავსტრიის, ჩეხეთის, საფრანგეთისა და უნგრეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან.

IB აღიარებულია მსოფლიო მასშტაბით როგორც უმაღლესი განათლებისთვის მოსამზადებელი საუკეთესო სასწავლო პროგრამა. IB დიპლომი აღიარებულია საქართველოშიც, „გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას“.

აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, DP-ს მოსწავლეები უმაღლესი განათლების სასწავლებლებში ირიცხებიან, სწავლას აგრძელებენ და ამთავრებენ ეროვნულ საშუალოზე უფრო მაღალი მაჩვენებლებით;

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ IB-ს მოსწავლეებს სხვა პროგრამების კურსდამთავრებულებთან შედარებით აკადემიური წარმატების მიღწევის უფრო მეტი შანსი აქვთ; 

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩატარებული კვლევის მიხედვით,  DP-ს კურსდამთავრებულებმა, სხვა პროგრამების თანატოლებთან შედარებით, 21-ე საუკუნისთვის არსებით უნარ-ჩვევებში უფრო მაღალი კომპეტენცია და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

DP DP-ს გავლენის შესახებ კვლევებმა

გამოავლინეს, რომ:

Creativity, Activity, Service

„კრეატიულობა, აქტივობა, სერვისის“ (CAS) პროექტები მოსწავლეებისთვის ერთგვარი გამოწვევაა, გამოავლინონ ინიციატივა, გამოიჩინონ შეუპოვრობა და განავითარონ ისეთი უნარები, როგორიცაა თანამშრომლობა, პრობლემების გადაჭრა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება.

The TOK exhibition

„ცოდნის თეორია“ (TOK) „საიდან ვიცით ის, რაც ვიცით?“ – TOK მოსწავლეებს ცოდნის არსზე დააფიქრებს და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

Extended Essay

„სადიპლომო ნაშრომი“ (EE) დამოუკიდებელი კვლევითი პროცესია, რომელიც 4000 სიტყვიან ესეში ჯამდება და მოსწავლეებს მათთვის საინტერესო თემის სიღრმისეულად გამოკვლევის შესაძლებლობას სთავაზობს.

IB-ს დამამთავრებელი საფეხური (DP) 2-წლიანი ინტენსიური, ინგლისურენოვანი პროგრამაა. საბოლოო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად, მოსწავლეები საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომს იღებენ, რომელიც გამორჩეული სტატუსით სარგებლობს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში. სხვადასხვა თემების სიღრმისეული გამოკვლევითა და მოსწავლეებში გლობალური პერსპექტივების ჩამოყალიბებით, DP-ს პროგრამა კრიტიკული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს.

ექვსი საგნობრივი სფეროს დაუფლებასთან ერთად, IB-ს დამამთავრებელი საფეხურის მოსწავლეებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ „კრეატიულობა, აქტივობა, სერვისის“ (CAS) პროექტებში, განახორციელონ  ინდივიდუალური კვლევა „სადიპლომო ნაშრომის“ (EE) ფარგლებში  და ცოდნის არსს ჩაუღრმავდნენ „ცოდნის თეორიის“ (TOK) კურსის დახმარებით. DP-ს მრავალმხრივი მიდგომა მოსწავლეებს არა მხოლოდ აკადემიური  წარმატებისთვის, არამედ ცხოვრების მომდევნო ეტაპებისთვის ამზადებს.

დამამთავრებელი საფეხურის პროგრამაზე ჩარიცხული მოსწავლეები 6 საგანს ეუფლებიან. მათ შორის, სამს მაღალი სირთულის (HL), ხოლო სამს სტანდარტული სირთულის (SL) პროგრამით შეისწავლიან. სრულყოფილი განათლების მისაღებად, მოსწავლეები DP-ს კურიკულუმის თითოეული საგნობრივი ჯგუფიდან ერთ საგანს ირჩევენ.  მეექვსე საგანი უფრო მოქნილია და მოსწავლეებს მეცნიერებებისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფებიდან მათთვის საინტერესო, დამატებითი საგნის არჩევის შესაძლებლობას აძლევს.

სირთულის მაღალი დონე (HL) საგნების სიღრმისეულ შესწავლას გულისხმობს და 240 სასწავლო საათს აერთიანებს, ხოლო სტანდარტული სირთულის საგნების დატვირთვა 150 საათს შეადგენს.

„ნიუტონის თავისუფალ სკოლაში“ DP-ს სასწავლო პროგრამა 5 საგნობრივ ჯგუფს მოიცავს, რომლებიც, თავის მხრივ, სხვადასხვა საგნებს აერთიანებენ:

ენა და ლიტერატურა

    • ლიტერატურა (ქართულად)
    • ლიტერატურა (ინგლისურად)

უცხო ენები

    • ინგლისური ენა
    • გერმანული (დაწყებითი)

მათემატიკა

    • მათემატიკური ცნებების პრაქტიკული გამოყენებები და განმარტებები
    • ანალიზი და მიდგომები

საზოგადოებრივი მეცნიერებები

    • ისტორია
    • ბიზნესი და მენეჯმენტი
    • გლობალური პოლიტიკა

მეცნიერებები

    • ბიოლოგია
    • ქიმია
    • ფიზიკა
    • კომპიუტერული მეცნიერება

2-წლიანი დამამთავრებელი საფეხურის პროგრამის პირველ წელს, მე-11 კლასის მოსწავლეები სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ფასდებიან. კერძოდ ტესტირება, გამოკითხვა, პრეზენტაციები, კვლევები, ინდივიდუალური და ჯგუფური საკლასო სამუშაოები.

მე-12, დამამთავრებელი კლასის ბოლოს, მოსწავლეები საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო გამოცდებს აბარებენ. DP-ს თითოეულ საგანში საბოლოო გამოცდები მაისში ტარდება. სადიპლომო გამოცდები IBO-ის მიერ სერტიფიცირებული საერთაშორისო გამსწორებლების მიერ, საერთაშორისო ბაკალავრიატის ზედამხედველობის ქვეშ ფასდება.

მოსწავლეები თითოეულ საგანში 1-დან (ყველაზე დაბალი) 7 ქულამდე (უმაღლესი) შეფასების სისტემით ფასდებიან. დამატებით, მაქსიმუმ 3 ქულის მიღება შეუძლიათ „ცოდნის თეორიის“ (TOK) და „სადიპლომო ნაშრომის“ (EE) საგნებში მიღებული კომბინირებული შედეგების საფუძველზე.  

საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომი მიენიჭებათ მოსწავლეებს, რომლებიც საბოლოო შეფასებაში მინიმუმ 24 ქულას მიიღებენ (მინიმუმ 12 ქულა მაღალი სირთულის (HL) საგნებში და 9 ქულა სტანდარტული სირთულის (SL) საგნებში) და ამავდროულად, დამაკმაყოფილებელ ჩართულობას გამოავლენენ „კრეატიულობა, აქტივობა, სერვისის“ (CAS) ცენტრალურ საგანში.

უმაღლესი შესაძლო შეფასება, რომელიც დამამთავრებელი საფეხურის მოსწავლეს შეუძლია მიიღოს 45 ქულაა, რაც დამოკიდებულია როგორც შიდა, ისე გარე შეფასებაზე, საგნების მიხედვით განსხვავებული თანაფარდობით.

დამამთავრებელი საფეხურის პროგრამით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა ან/და მშობლებმა/მეურვეებმა უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტა შემდეგ მისამართზე info@newton.edu.ge

წერილი უნდა მოიცავდეს:

მოსწავლის:

1. სახელი და გვარი

2. მიმდინარე კლასი

3. მიმდინარე სკოლა

4. საკონტაქტო ნომერი

5. ელ. ფოსტის მისამართი

მშობლის/მეურვის:

1. სახელი და გვარი

2. საკონტაქტო ნომერი

3. ელ. ფოსტის მისამართი

მიღების პროცესის დაწყების შესახებ ინფორმაციას, დაინტერესებული კანდიდატები და მათი მშობლები/მეურვეები, ელექტრონული ფოსტით მიიღებენ.

დამამთავრებელი საფეხურის პროგრამაზე მიღების პროცესი მოიცავს:

1. ონლაინ აპლიკაციის ფორმის შევსებას;

2. მათემატიკასა და ინგლისურ ენაში ტესტირების გავლას;

3. 9-10 კლასების ნიშნების ფურცლის მოწოდებას;

4. ინდივიდუალურ ინტერვიუს.