„ნიუტონის თავისუფალი სკოლა“

„თბილისის ლოკომოტივის“
საფეხბურთო აკადემია

აკადემიაში მოსწავლეები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ნაწილდებიან, ხოლო ვარჯიშებს საფეხბურთო კლუბ „თბილისის ლოკომოტივის“ მწვრთნელები ატარებენ

2021 წელს, საფეხბურთო კლუბ „თბილისის ლოკომოტივის“ და  „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ 6-წლიანი პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა და ნიუტონის სკოლის სტადიონზე „თბილისის ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემიის ფილიალმა დაიწყო ფუნქციონირება. ხანგრძლივი საფეხბურთო ისტორიითა და წარსულით გამორჩეული ქართული კლუბის აკადემიაში მოსწავლეები ასაკობრივი ჯგუფების სპეციფიკაზე მორგებული, სპეციალურად შემუშავებული სამწვრთნელო პროგრამებით ვარჯიშობენ. ვარჯიშებს ლოკომოტივის გამოცდილი მწვრთნელები უძღვებიან.

„თბილისის ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემია ფეხბურთით დაინტერესებულ მოსწავლეებს  სწორ სამწვრთნელო ფილოსოფიასა და მიდგომებს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სავარჯიშო მოედანს, მაღალკვალიფიციურ მწვრთნელებს და მენეჯმენტის გამართულ სისტემას სთავაზობს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით „თბილისის ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემიას ტელეფონზე 574 052 090, ან ელ. ფოსტაზე tgogoladze@fcloco.ge