„ნიუტონის თავისუფალი სკოლა“

„ორბის“ კალათბურთის აკადემია

აკადემიურ წარმატებასა და ცხოვრების ჯანსაღ წესს შორის ბალანსის შექმნა მოსწავლეთა პოტენციალის გამოვლენისა და განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია

„ნიუტონის თავისუფალ სკოლაში“ ჩვენი პარტნიორის, „ორბის“ კალათბურთის აკადემია ფუნქციონირებს. ნიუტონის სკოლა და საკალათბურთო კლუბი „ორბი“ აქტიურად თანამშრომლობენ იმ გარემოს შესაქმნელად, სადაც მოსწავლეები რეალიზებულნი არიან როგორც საკლასო ოთახებში, ისე – მათ მიღმა. ჰოლისტურ განვითარებაზე ფოკუსირებული ვარჯიშებისა და მენტორობის გზით, „ორბის“ კალათბურთის აკადემიის მწვრთნელები ზრუნავენ მოსწავლეების ტექნიკური შესაძლებლობების, სტრატეგიული აზროვნების, გუნდური მუშაობის უნარებისა და ფიზიკური მომზადების განვითარებაზე.

აკადემიის გუნდები ასპარეზობენ ეროვნულ ტურნირებში, სადაც ისინი მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ. დამატებით, „ორბის“ კალათბურთის აკადემიის გუნდები მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ტურნირებში. ეს გამოცდილება არა მხოლოდ აუმჯობესებს მოსწავლეების საკალათბურთო უნარებს, არამედ ეხმარება მათ კულტურული მრავალფეროვნებების შეცნობასა და გლობალური საკალათბურთო საზოგადოების შესახებ ახალი პერსპექტივების ჩამოყალიბებაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საკალათბურთო კლუბ „ორბის“ აკადემიას ტელეფონზე 511 247 740, ან ელ. ფოსტაზე orbi.bc@gmail.com