ნიუტონის თავისუფალი სკოლის მისია მოსწავლეთა პოტენციალის გამოვლენა და განვითარებაა, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ სიახლის შეცნობის მსურველ, განათლებულ და მზრუნველ მსოფლიო მოქალაქეებად, რომლებსაც შეუძლიათ გამოიჩინონ ინიციატივა სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად.
ამის მისაღწევად ნიუტონის თავისუფალი სკოლა ცდილობს, მოსწავლეებისთვის შესწავლის, აღმოჩენის, ახალი ცოდნისა თუ უნარების დაუფლების პროცესი იყოს სასიამოვნო როგორც საკლასო ოთახებში, ისე – მათ მიღმა. ჩვენი მიზანია:
1. დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს ჩამოყალიბდნენ გლობალურად მოაზროვნე, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებად, რომლებიც შექმნიან უფრო უსაფრთხო და მშვიდობიან სამყაროს;
2. ჩვენმა მოსწავლეებმა შეძლონ განათლების მიღება უახლესი სამეცნიერო მიღწევების პარალელურად და გაეცნონ იმ საკითხებს თუ იდეებს, რომლებიც ადგილობრივი და მსოფლიო მნიშვნელობისაა;
3. ხელი შევუწყოთ ჩვენს მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე გამოიმუშავონ დასწავლის უნარ-ჩვევები, რათა დამოუკიდებლად თუ სხვებთან ერთად შეძლონ ცოდნის შეძენა და გაღრმავება;
4. დავეხმაროთ მოსწავლეებს ჩამოყალიბდნენ გამბედავ და ინიციტივის მქონე ინდივიდებად, რომლებიც მიაღწევენ წარმატებას და სხვებსაც დაეხმარებიან იმავეს მიღწევაში;
5. განუვითაროთ მოსწავლეებს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, რაც დაეხმარება მათ ნებისმიერი გამოწვევის დაძლევაში;
6. მოსწავლეებს მივცეთ სტიმული, არ შეწყვიტონ ცხოვრების განმავლობაში შემეცნება, გახდნენ მოხერხებული, მრავალფეროვანი უნარების მქონე ადამიანები, რომლებიც პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით მუდმივად იზრუნებენ თვითგანვითარებაზე;
7. მოსწავლეებმა განივითარონ ეფექტური კომუნიკაციის უნარები, რათა მოახერხონ თავდაჯერებულად და კრეატიულად თვითგამოხატვა სხვადასხვა კულტურულ და სოციალურ გარემოში.