ნიუტონის თავისუფალი სკოლა 2013 წელს დაარსდა. ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულება განკუთვნილია 1-დან 12- კლასის მოსწავლეებისთვის. 2020-2021 სასწავლო წლიდან ნიუტონის თავისუფალი სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს საერთაშორისო ბაკალავრიატის სამივე საფეხურის პროგრამას:
- დაწყებითი საფეხურის პროგრამა – Primary Years Programme
- შუალედური საფეხურის პროგრამა – Middle Years Programme
- დამამთავრებელი საფეხურის პროგრამა – Diploma Programme
ნიუტონის თავისუფალმა სკოლამ წარმატებით მოიპოვა დაწყებითი, შუალედური და დამამთავრებელი საფეხურების პროგრამების ავტორიზაცია საერთაშორი ბაკალავრიატის ორგანიზაციისგან – The International Baccalaureate®
სკოლის მიზანია მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე განუვითაროს დამოუკიდებლად და კრიტიკულად აზროვნების უნარი. სავალდებულო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამებთან ერთად, სკოლის მოსწავლეები სპეციალურად მათთვის შემუშავებულ, მრავალფეროვან სასწავლო პროგრამას გაივლიან. ასევე, მათ აქვთ შესაძლებლობა დამატებით გაეცნონ ეროვნული სასწავლო გეგმის მიღმა დარჩენილ სფეროებს.
ნიუტონის თავისუფალ სკოლაში შექმნილია სწავლებისა და სწავლისთვის სასიამოვნო, კომფორტული გარემო. სკოლა აღჭურვილია საჭირო ინფრასტრუქტურითა და სასწავლო ლაბორატორიებით. ჩვენ ვითვალისწინებთ მოსწავლეების მოსაზრებებსა და სურვილებს, იმისათვის რომ სასკოლო ცხოვრება საინტერესო თავგადასავლად ვაქციოთ.