გიორგი ხარშილაძე: როგორც კი აფრინდა თვითმფრინავი თბილისიდან, მივხვდი რომ მარტო დავრჩით მე და ჩემი თავი…
ამერიკაში ვარ, თავისუფალ კონტინენტზე, ინდიანას შტატში ,,Earlham College’’. ვაპირებ double major გავაკეთო – Computer Science და Economics. აქ ჩაბარება გადავწყვიტე, დაახლოებით 3 წლის წინ, როცა ჩემი მამიდაშვილის წარმატების შესახებ გავიგე. მაშინ, წარმოუდგენელი იყო და საერთოდ არ მჯეროდა, როგორ შეიძლებოდა ასე პირდაპირ ქართული სკოლიდან ამერიკაში გაგეგრძელებინა სწავლა. პირველად, როცა აქეთ მოვდიოდი, როგორც კი აფრინდა თვითმფრინავი თბილისიდან, მივხვდი რომ მარტო დავრჩით მე და ჩემი თავი.
ასე ხანგრძლივად პირველად მომიწია დამოუკიდებლობა და პირდაპირ ვიტყვი, არ გამჭირვებია. მეხმარება კოლეჯი, მეხმარება ყველა ჩემს გარშემო და მეხმარება თბილისიც. გამოვცადე ინტერნაციონალური გარემო, გამოვცადე კამპუსში ცხოვრება, გამოვცადე წვდომა ერთდროულად უამრავ წყაროსთან, ყველაფერი მაქვს ერთ პატარა სივრცეში თავმოყრილი. ამერიკის შეერთებული შტატებია რა… :))
მიხარია, რომ ამ ასაკში შევძელი აქ ჩამოსვლა, ბევრი გზა მეხსნება ერთდროულად აქ. ზოგადად, ამერიკელები უფრო მეტად აფასებენ იმ წვრილმან ნამუშევრებსაც კი, რასაც ზოგჯერ საქართველოში ყურადღება არ ექცევა.
მომზადება უკვე მე-11 კლასის მეორე ნახევარში დავიწყე აქაური გამოცდებისთვის. ნიუტონის სკოლისგან, მჭირდებოდა ოდნავი ხელშეწყობა ამ მხრივ. მინდოდა, მთლიანად გადამერთო ჩემი თავი ამ გამოცდებზე. ძალიან მომეხმარა ყველა მასწავლებელი, გაეხარდათ, რომ მიზანი რაც დასახული მქონდა მივაღწიე.
ზოგადად, 4 სკოლა მაქვს გამოცვლილი და ყველას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ჩამოყალიბებაში. ბოლოზე გავაკეთებ კონცენტრაციას მაინც და ვიტყვი, რომ საგრძნობლად დიდი სხვაობა დავინახე ნიუტონის თავისუფალ სკოლასა და სხვა სკოლებს შორის.
ეს სკოლა მართლა თავისუფალია. ყველას ეხმარებიან იმ საქმეში, რისი გაკეთებაც სურს მოსწავლეს. მთავარია უბრალოდ მიხვიდე, დაელაპარაკო და აჩვენო, რამდენად გსურს ამის გაკეთება და რატომ.
ცხოვრებაში პირველად, მქონდა საშუალება სრულიად თავისუფლად შეხვედროდი სკოლის ადმინისტრაციის ნებისნიერ წევრს თუ მასწავლებელს. ცხოვრებაში პირველად მიჩნდებოდა სურვილი დავრჩენილიყავი სკოლაში და უბრალოდ იმ გარემოში მემეცადინა. ცხოვრებაში პირველად გავუსინჯე 55 წუთიან გაკვეთილს გემო და მადლობელი ვარ, მივეჩვიე ზუსტად იმ სისტემას, სადაც ახლა ვარ.
შემიძლია შევადარო და მივამსგავსო ,,ნიუტონი’’ – ამერიკულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ნუ ჩემს კოლეჯს მაინც. თავიდან მიჭირდა ადაპტაცია ამ სამყაროსთან ახლა მივეჩვიე. “კულტურული შოკი” მგონი გადავლახე და ვცდილობ მაქსიმალურად ვაჩვენო ჩემი თავი.
ცოტას ვიტყვი კიდევ ნიუტონის სკოლაზე… ბევრი ბავშვი აპროტესტებდა -,,რატომ გვასწავლიან სკოლაში რამდენიმე სპეციფიკურ საგანსო”. მე ეკონომიკა ძალიან გამომადგა, კარგად მასწავლიდნენ, მეც ვცდილობდი კარგად მესწავლა და მეადვილება ამერიკული პირველი სემესტრი ამ საგანში.
გზას, რომელსაც გაივლით მარტივი არ იქნება. რთულია წინასწარ განსაზღვრო, მოხვდები თუ არა იქ, სადაც მთელი გულით გინდა. ამიტომ გქონდეთ Plan B. მოინდომეთ, იბრძოლეთ და აუცილებლად გამოგივათ. გირჩევთ ნიუტონის სკოლა გამოიყენოთ, დაგეხმარებიან ყველაფერში.
მე-12 კლასში, დაახლოებით აპრილის ბოლოდან, ქართველი აბიტურიენტიც გავხდი. ახლა, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტიც ვარ, აკადემიური მაქვს აღებული, ყოველი შემთხვევისთვის დაჯავშნული მაქვს ადგილი ქართულ უნივერსიტეტშიც.
ახლა ცოტას მომავალ აბიტურიებტებს ვურჩევ. ბევრი იფიქრეთ სანამ მომავალ პროფესიას ან უნივერსიტეტს აირჩევთ. სანამ, საერთოდ ქვეყანას აირჩევთ, სად გინდათ სწავლის გაგრძელება.
ბოლოს შეუძლებელია ამით არ დავამთავრო: დიდი მადლობა ნიუტონის თავისუფალ სკოლას !