ირაკლი მელაძე: არ დაიჯეროთ, თითქოს აბიტურიენტობა ყველაზე საშინელი დროა და ყველაზე მეტი მეცადინეობა გიწევთ
ნიუტონის თავისუფალი სკოლის დამთავრების შემდეგ, თავისუფალ უნივერსიტეტში – ბიზნესის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სიმართლე გითხრათ, ბოლო წუთამდე არ მქონდა გადაწყვეტილი სად ჩავაბარებდი.
ძალიან რთულია გადაწყვიტო სად და რაზე ჩააბარო. ეს ერთი გადაწყვეტილება, შენს მომავალს განსაზღვრავს. ბოლოს, მაინც ბავშვობის ოცნება – ,,მე ბიზნესმენი უნდა გამოვიდე!” გამახსენდა და ამ ფაკულტეტზე შევჩერდი.
საუნივერსიტეტო ცხოვრებას, ისევე როგორც ყველა მოზარდი, მხოლოდ ფილმებიდან ვიცნობდი. ყოველთვის წარმომედგინა კამპუსში თანაკურსელებთან ერთად ცხოვრება. ჩუმად დალევა საუნივერსიტეტო წვეულებები და ა.შ.
სამწუხაროდ, ეს ქართულ რეალობას არ შეესაბამება და ყველა ეს ილუზია დამემსხვრა. აქაც, როგორც სხვაგან, ყველანი ჯგუფებად იყოფიან და ასე ცალ-ცალკე ერთობიან. მაგრამ, აქ მაინც მეტი შესაძლებლობა გაქვს გასართობად. თუმცა, სკოლის პერიოდისგან განსხვავებით, უნივერსიტეტში ნაკლები დრო გრჩება ამისთვის. როცა შენ მოიცლი, მაშინ შენი ძველი მეგობრები, რომლებთანაც მთელი ცხოვრება გაქვს გატარებული, დაკავებულები არიან და ა.შ.
სკოლის პერიოდი, ახლა ყველაზე ბედნიერ დროდ მახსენდება ცხოვრებაში. განსაკუთრებით, ნიუტონში სწავლის ბოლო ორი წელი, ყველაზე მხიარული და ბედნიერი დრო იყო ჩემთვის.
ბავშვებს მხოლოდ იმას ვურჩევდი, რომ ნუ იჩქარებენ ,,გაზრდას,’’ შემდეგ ძალიან დაენანებათ ეს დრო. არ დაიჯეროთ, თითქოს აბიტურიენტობა ყველაზე საშინელი დროა და ყველაზე მეტი მეცადინეობა გიწევთ. ამ დროს, მე ყველაზე ნაკლებს ვმეცადინეობდი, ყველაზე მეტს ვერთობოდი და ყველაფერს მივცემდი ნიუტონში სწავლის ის ორი წელი რომ დამებრუნებინა.
ნიუტონმა, მომცა ძალიან ბევრი მეგობარი არა მარტო მოსწავლეების სახით. მასწავლებლები, დირექცია და ადმინისტრაციაც – ჩემს მეგობრებად მიმაჩნია უმრავლესობა (ისინი როგორ ფიქრობენ ამაზე თავს ვერ დავდებ J )
ერთადერთი რამის თქმა შემიძლია ამ სკოლაზე – შვილი რომ მყავდეს, აუცილებლად ნიუტონში მივიყვანდი.