სკოლის შესახებ

ნიუტონის თავისუფალი სკოლა დაარსდა 2013 წელს. ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულება განკუთვნილია 1-დან 12- კლასის მოსწავლეებისთვის.

სკოლის მიზანია მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე განუვითაროს დამოუკიდებლად და კრიტიკულად აზროვნების უნარი.

სავალდებულო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამებთან ერთად, სკოლის მოსწავლეები სპეციალურად მათთვის შემუშავებულ, მრავალფეროვან სასწავლო პროგრამას გაივლიან. ასევე, მათ აქვთ შესაძლებლობა დამატებით გაეცნონ ეროვნული სასწავლო გეგმის მიღმა დარჩენილ სფეროებს.

ნიუტონის თავისუფალ სკოლაში შექმნილია სწავლებისა და სწავლისთვის სასიამოვნო, კომფორტული გარემო. სკოლა აღჭურვილია საჭირო ინფრასტრუქტურითა და სასწავლო ლაბორატორიებით. ჩვენ ვითვალისწინებთ მოსწავლეების მოსაზრებებსა და სურვილებს, იმისათვის რომ სასკოლო ცხოვრება საინტერესო თავგადასავლად ვაქციოთ.

წარმატება ამ სკოლაში იწყება!