„ნიუტონის თავისუფალი სკოლა“

რობოტიკის აკადემია

„რობოტიკის აკადემიის“ კურსები პრაქტიკულ მეცადინეობებზეა დაფუძნებული. აკადემია გთავაზობთ ადგილს, სადაც წარმოსახვა და ფანტაზია ხელშესახებ ქმნილებებად გადაიქცევა.

„ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ ბაზაზე დაფუძნებული „რობოტიკის აკადემია“ მოსწავლეებს ლეგო-რობოტიკის, ელექტრო-ინჟინერიისა და პროგრამირების შემსწავლელ კურსებს სთავაზობს. აკადემიის მიზანია ტექნოლოგიური სფეროებით დაინტერესებული ახალგაზრდების შთაგონება და მათი თვალსაწიერისა და შესაძლებლობების გაფართოება „რობოტიკის აკადემია“ მსურველებს სირთულის სხვადასხვა დონის კურსებს სთავაზობს, რომლებიც განკუთვნილია როგორც დაწყებითი, ისე შუალედური და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით „რობოტიკის აკადემიას“ ტელეფონზე 555 490 123, ან ელ. ფოსტაზე robotics@newton.edu.ge

ლეგო-რობოტიკა

ლეგო-რობოტიკის კურსებზე მოსწავლეები პროგრამირების საფუძვლებს და რობოტების აწყობას შეისწავლიან. შედეგად, საკუთარი ხელით ქმნიან და აპროგრამებენ რობოტებს. ამავდროულად, გამოიმუშავებენ პრობლემების გადაჭრის, კრიტიკული, ლოგიკური და ალგორითმული აზროვნების და გუნდური მუშაობის უნარებს. ადგილი, სადაც წარმოსახვა და ფანტაზია ხელშესახებ ქმნილებებად გადაიქცევა.

განკუთვნილია 5-6 და 7-8 წლის მოსწავლეებისთვის. კურსის ფარგლებში მოსწავლეები ქმნიან რობოტებს და მათ საბაზისო ბრძანებებით აპროგრამებენ.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს

განკუთვნილია 9-10 წლის მოსწავლეებისთვის. კურსის ფარგლებში მოსწავლეები პროგრამირების საფუძვლებს, რობოტების აწყობას და მათ დაპროგრამებას შეისწავლიან.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს

განკუთვნილია 11 წლიდან მოსწავლეებისთვის. კურსის ფარგლებში მოსწავლეები ქმნიან რობოტებს და მათ სხვადასხვა ბრძანებებით აპროგრამებენ.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს

ელექტრო-ინჟინერია

ელექტრო-ინჟინერიის საფუძვლების გააზრებიდან, ელექტრონული სისტემების შექმნამდე, აკადემიის მოსწავლეები იაზრებენ იმ როლს, რომელსაც ელექტროენერგია თამაშობს ჩვენ გარშემო არსებული ტექნოლოგიის მომარაგებაში. პრაქტიკულ მეცადინეობებზე დაფუძნებული კურსები მოსწავლეებს პრობლემების გადაჭრის, კრიტიკული, ლოგიკური აზროვნების,  ინჟინრული, სისტემური ხედვის და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაში ეხმარება.

განკუთვნილია 7-14 წლის მოსწავლეებისთვის. კურსის ფარგლებში მოსწავლეები ელექტრონიკის ძირითად პრინციპებს, კომპონენტების იდენტიფიკაციას და მიკროსქემის დიზაინს და კონსტრუქციას შეისწავლიან. ამასთანავე, ატარებენ 100+ ექსპერიმენტს ელექტრული კომპონენტების გამოყენებით.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს

საბაზისო შემსწავლელი კურსი განკუთვნილია 14 წლიდან მოსწავლეებისთვის. მოსწავლეები ეცნობიან ელექტრონიკის საფუძვლებს, მათ შორის, ელექტრული სქემების კითხვას, სქემის პროტოტიპის შექმნას Breadboard-ზე, არდუინოს პროგრამირებას IDE-ში, სხვადასხვა სენსორის ფუნქციონალს, დაპროგრამებას და არდუინოსთან დაკავშირებას.

კურსის განმავლობაში, მოსწავლეები ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროგრამირებად დაფაზე, Arduino-ზე შეისწავლიან მიკროელექტრონიკას და მუშაობენ საინტერესო და ინოვაციურ პროექტებზე. კერძოდ, ელექტრული სქემის შექმნაზე, ფიზიკური მოდელის აწყობაზე, კოდის დაწერაზე, მის არდუინოში გადატანასა და კოდის გაშვებაზე.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს

პროგრამირება

ტექნოლოგიური მიღწევებით დომინირებულ ციფრულ ეპოქაში, პროგრამირება აუცილებელი და მოთხოვნადი უნარია. მოსწავლეები აკადემიაში პროგრამირების საფუძვლებს და პროგრამირების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ენას – პითონს შეისწავლიან.

კურსი განკუთვნილია 13 წლიდან მოსწავლეებისთვის. პითონი მაღალი დონის, ზოგადი დანიშნულების პროგრამირების ენაა. კურსის ფარგლებში, მოსწავლეები პროგრამირების საფუძვლებს ეცნობიან და პროგრამირების ენა პითონს და მარტივი და საშუალო სირთულის აპლიკაციების შექმნას შეისწავლიან. ამავდროულად, გამოიმუშავებენ პრობლემების გადაჭრის, კრიტიკული, ლოგიკური და ალგორითმული აზროვნების და გუნდური მუშაობის უნარებს.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს