საბავშვო ბაღი
„პატრონუსი“
„პატრონუსი“ „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ პარტნიორი საბავშვო ბაღია, სადაც ბავშვები თავად არიან სასწავლო პროგრამის ავტორები. ბაღის გარემოში თითოეული ბავშვი პროცესის თანაბარუფლებიანი მონაწილე არის. სასწავლო პროგრამა მათზე დაკვირვებით, მათი ძლიერი მხარეებისა და ინტერესების გათვალისწინებით იქმნება. ბავშვებს აქვთ საკუთარი აზრები, ფიქრები და შეკითხვები, რომლებიც დაფასებული და გათვალისწინებულია.
სწავლის პროცესში უდიდესი როლი აქვს პროექტებზე მუშაობას, რომელიც კვლევით სწავლებაზეა დაფუძნებული. კვლევისა და კითხვების დასმის შედეგად, ბავშვებმა იციან, რომ დაიკმაყოფილებენ ცნობისმოყვარეობასა და მიიღებენ ახალ გამოცდილებას. ისინი გამოხატავენ, აზიარებენ, წარმოაჩენენ და განიმტკიცებენ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას. „პატრონუსის“ ბაღის ხედვით, ბავშვი არის ძლიერი, შრომისუნარიანი, დამოუკიდებელი, ცნობისმოყვარე და ფართო წარმოსახვის მქონე პიროვნება.
„პატრონუსის“ მიზანია ბავშვებში აზროვნების, შემეცნებისა და კვლევის უნარების გაძლიერება, რაც მათ დაეხმარება ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ ადამიანებად და თავადვე იყვნენ პასუხისმგებელნი საკუთარ არჩევანსა და გადაწყვეტილებებზე.