„დინამოს“ ცურვისა და წყალბურთის აკადემია
„დინამოს“ ცურვისა და წყალბურთის აკადემია მოსწავლეების ცურვის შემსწავლელ კურსებს სთავაზობს. ცურვის ვარჯიშები, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მოქმედი და ყოფილი წევრები, საქართველოს ჩემპიონატების პრიზიორები და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული სპორტსმენები უძღვებიან, „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ 25X15 მეტრის ზომის საცურაო აუზზე ტარდება.
ცურვის ჯგუფებში შესაბამისი დონეების მიხედვით განაწილებული მოსწავლეები საწყისი საფეხურიდან პროფესიონალურ დონემდე ვითარდებიან, მონაწილეობას იღებენ შიდა ასაკობრივ ტურნირებში, ხოლო შესაბამისი მონაცემების მქონე მოსწავლეები ასპარეზობენ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში.
„დინამოს“ ცურვის აკადემიაში მოსწავლეები წყალში დამოუკიდებლად და სწორად მოძრაობის მეთოდებს შეისწავლიან, ეტაპობრივად ეუფლებიან როგორც საბაზისო უნარებს, ასევე სხვადასხვა სტილით ცურვას და სხვადასხვა საწყლოსნო სიტუაციებში უსაფრთხოების წესების დაცვას.