„ნიუტონის თავისუფალი სკოლის“

პარტნიორები

„პატრონუსი“ „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ პარტნიორი საბავშვო ბაღია, სადაც ბავშვები თავად არიან სასწავლო პროგრამის ავტორები. ბაღის გარემოში თითოეული ბავშვი პროცესის თანაბარუფლებიანი მონაწილე არის. სასწავლო პროგრამა მათზე დაკვირვებით, მათი ძლიერი მხარეებისა და ინტერესების გათვალისწინებით იქმნება. ბავშვებს აქვთ საკუთარი აზრები, ფიქრები და შეკითხვები, რომლებიც დაფასებული და გათვალისწინებულია.

სწავლის პროცესში უდიდესი როლი აქვს პროექტებზე მუშაობას, რომელიც კვლევით სწავლებაზეა დაფუძნებული

კვლევისა და კითხვების დასმის შედეგად, ბავშვებმა იციან, რომ დაიკმაყოფილებენ ცნობისმოყვარეობასა და მიიღებენ ახალ გამოცდილებას. ისინი გამოხატავენ, აზიარებენ, წარმოაჩენენ და განიმტკიცებენ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას. „პატრონუსის“ ბაღის ხედვით, ბავშვი არის ძლიერი, შრომისუნარიანი, დამოუკიდებელი, ცნობისმოყვარე და ფართო წარმოსახვის მქონე პიროვნება.

„პატრონუსის“ მიზანია ბავშვებში აზროვნების, შემეცნებისა და კვლევის უნარების გაძლიერება, რაც მათ დაეხმარება ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ ადამიანებად და თავადვე იყვნენ პასუხისმგებელნი საკუთარ არჩევანსა და გადაწყვეტილებებზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით „პატრონუსის“ საბავშვო ბაღს ტელეფონზე 0322 90 70 11 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე info@patronus.edu.ge

„ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ ბაზაზე დაფუძნებული „რობოტიკის აკადემია“ მოსწავლეებს ლეგო-რობოტიკის, ელექტრო-ინჟინერიისა და პროგრამირების შემსწავლელ კურსებს სთავაზობს. აკადემიის მიზანია ტექნოლოგიური სფეროებით დაინტერესებული ახალგაზრდების შთაგონება და მათი თვალსაწიერისა და შესაძლებლობების გაფართოება „რობოტიკის აკადემია“ მსურველებს სირთულის სხვადასხვა დონის კურსებს სთავაზობს, რომლებიც განკუთვნილია როგორც დაწყებითი, ისე შუალედური და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის.

„რობოტიკის აკადემიის“ კურსები პრაქტიკულ მეცადინეობებზეა დაფუძნებული. აკადემია გთავაზობთ ადგილს, სადაც წარმოსახვა და ფანტაზია ხელშესახებ ქმნილებებად გადაიქცევა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით „რობოტიკის აკადემიას“ ტელეფონზე 555 490 123, ან ელ. ფოსტაზე robotics@newton.edu.ge

ლეგო-რობოტიკა

ლეგო-რობოტიკის კურსებზე მოსწავლეები პროგრამირების საფუძვლებს და რობოტების აწყობას შეისწავლიან. შედეგად, საკუთარი ხელით ქმნიან და აპროგრამებენ რობოტებს. ამავდროულად, გამოიმუშავებენ პრობლემების გადაჭრის, კრიტიკული, ლოგიკური და ალგორითმული აზროვნების და გუნდური მუშაობის უნარებს. ადგილი, სადაც წარმოსახვა და ფანტაზია ხელშესახებ ქმნილებებად გადაიქცევა.

განკუთვნილია 5-6 და 7-8 წლის მოსწავლეებისთვის. კურსის ფარგლებში მოსწავლეები ქმნიან რობოტებს და მათ საბაზისო ბრძანებებით აპროგრამებენ.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს

განკუთვნილია 9-10 წლის მოსწავლეებისთვის. კურსის ფარგლებში მოსწავლეები პროგრამირების საფუძვლებს, რობოტების აწყობას და მათ დაპროგრამებას შეისწავლიან.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს

განკუთვნილია 11 წლიდან მოსწავლეებისთვის. კურსის ფარგლებში მოსწავლეები ქმნიან რობოტებს და მათ სხვადასხვა ბრძანებებით აპროგრამებენ.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს

ელექტრო-ინჟინერია

ელექტრო-ინჟინერიის საფუძვლების გააზრებიდან, ელექტრონული სისტემების შექმნამდე, აკადემიის მოსწავლეები იაზრებენ იმ როლს, რომელსაც ელექტროენერგია თამაშობს ჩვენ გარშემო არსებული ტექნოლოგიის მომარაგებაში. პრაქტიკულ მეცადინეობებზე დაფუძნებული კურსები მოსწავლეებს პრობლემების გადაჭრის, კრიტიკული, ლოგიკური აზროვნების,  ინჟინრული, სისტემური ხედვის და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაში ეხმარება.

განკუთვნილია 7-14 წლის მოსწავლეებისთვის. კურსის ფარგლებში მოსწავლეები ელექტრონიკის ძირითად პრინციპებს, კომპონენტების იდენტიფიკაციას და მიკროსქემის დიზაინს და კონსტრუქციას შეისწავლიან. ამასთანავე, ატარებენ 100+ ექსპერიმენტს ელექტრული კომპონენტების გამოყენებით.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს

საბაზისო შემსწავლელი კურსი 14 წლიდან მოსწავლეებისთვის. მოსწავლეები ეცნობიან ელექტრონიკის საფუძვლებს, მათ შორის, ელექტრული სქემების კითხვას, სქემის პროტოტიპის შექმნას Breadboard-ზე, არდუინოს პროგრამირებას IDE-ში, სხვადასხვა სენსორის ფუნქციონალს, დაპროგრამებას და არდუინოსთან დაკავშირებას.

კურსის განმავლობაში, მოსწავლეები ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროგრამირებად დაფაზე, Arduino-ზე შეისწავლიან მიკროელექტრონიკას და მუშაობენ საინტერესო და ინოვაციურ პროექტებზე. კერძოდ, ელექტრული სქემის შექმნაზე, ფიზიკური მოდელის აწყობაზე, კოდის დაწერაზე, მის არდუინოში გადატანასა და კოდის გაშვებაზე.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს

პროგრამირება

ტექნოლოგიური მიღწევებით დომინირებულ ციფრულ ეპოქაში, პროგრამირება აუცილებელი და მოთხოვნადი უნარია. მოსწავლეები აკადემიაში პროგრამირების საფუძვლებს და პროგრამირების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ენას – პითონს შეისწავლიან.

განკუთვნილია 13 წლიდან მოსწავლეებისთვის. პითონი მაღალი დონის, ზოგადი დანიშნულების პროგრამირების ენაა. კურსის ფარგლებში, მოსწავლეები პროგრამირების საფუძვლებს ეცნობიან და პროგრამირების ენა პითონს და მარტივი და საშუალო სირთულის აპლიკაციების შექმნას შეისწავლიან. ამავდროულად, გამოიმუშავებენ პრობლემების გადაჭრის, კრიტიკული, ლოგიკური და ალგორითმული აზროვნების და გუნდური მუშაობის უნარებს.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს

2021 წელს, საფეხბურთო კლუბ „თბილისის ლოკომოტივის“ და  „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ 6-წლიანი პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა და ნიუტონის სკოლის სტადიონზე „თბილისის ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემიის ფილიალმა დაიწყო ფუნქციონირება. ხანგრძლივი საფეხბურთო ისტორიითა და წარსულით გამორჩეული ქართული კლუბის აკადემიაში მოსწავლეები ასაკობრივი ჯგუფების სპეციფიკაზე მორგებული, სპეციალურად შემუშავებული სამწვრთნელო პროგრამებით ვარჯიშობენ. ვარჯიშებს ლოკომოტივის გამოცდილი მწვრთნელები უძღვებიან.

აკადემიაში მოსწავლეები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ნაწილდებიან, ხოლო ვარჯიშებს საფეხბურთო კლუბ „თბილისის ლოკომოტივის“ მწვრთნელები ატარებენ

„თბილისის ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემია ფეხბურთით დაინტერესებულ მოსწავლეებს  სწორ სამწვრთნელო ფილოსოფიასა და მიდგომებს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სავარჯიშო მოედანს, მაღალკვალიფიციურ მწვრთნელებს და მენეჯმენტის გამართულ სისტემას სთავაზობს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით „თბილისის ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემიას ტელეფონზე 574 052 090, ან ელ. ფოსტაზე tgogoladze@fcloco.ge

„დინამოს“ ცურვისა და წყალბურთის აკადემია მოსწავლეების ცურვის შემსწავლელ კურსებს სთავაზობს. ცურვის ვარჯიშები, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მოქმედი და ყოფილი წევრები, საქართველოს ჩემპიონატების პრიზიორები და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული სპორტსმენები უძღვებიან, „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ 25X15 მეტრის ზომის საცურაო აუზზე ტარდება.

„დინამოს“ ცურვისა და წყალბურთის აკადემია 2011 წლიდან ფუნქციონირებს, როგორც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ერთადერთი საწყლოსნო სკოლა საქართველოში

„დინამოს“ ცურვისა და წყალბურთის აკადემიაში მოსწავლეები შესაბამისი დონეების მიხედვით ნაწილდებიან და სპორტში საწყისი საფეხურიდან პროფესიონალურ დონემდე ვითარდებიან, შეისწავლიან წყალში დამოუკიდებლად და სწორად მოძრაობის მეთოდებს, ეტაპობრივად ეუფლებიან როგორც საბაზისო უნარებს, ასევე სხვადასხვა სტილით ცურვას და საწყლოსნო სიტუაციებში უსაფრთხოების წესების დაცვას.

აკადემიის მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ  შიდა ასაკობრივ ტურნირებში, ხოლო შესაბამისი მონაცემების მქონე მოსწავლეები ასპარეზობენ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით „დინამოს“ ცურვისა და წყალბურთის აკადემიას ტელეფონზე 598 011 414, 599 011 420, 0322 141 401 ან ელ. ფოსტაზე contact@wpcdinamo.ge

„ნიუტონის თავისუფალ სკოლაში“ ჩვენი პარტნიორის, „ორბის“ კალათბურთის აკადემია ფუნქციონირებს. ნიუტონის სკოლა და საკალათბურთო კლუბი „ორბი“ აქტიურად თანამშრომლობენ იმ გარემოს შესაქმნელად, სადაც მოსწავლეები რეალიზებულნი არიან როგორც საკლასო ოთახებში, ისე – მათ მიღმა. ჰოლისტურ განვითარებაზე ფოკუსირებული ვარჯიშებისა და მენტორობის გზით, „ორბის“ კალათბურთის აკადემიის მწვრთნელები ზრუნავენ მოსწავლეების ტექნიკური შესაძლებლობების, სტრატეგიული აზროვნების, გუნდური მუშაობის უნარებისა და ფიზიკური მომზადების განვითარებაზე.

აკადემიურ წარმატებასა და ცხოვრების ჯანსაღ წესს შორის ბალანსის შექმნა მოსწავლეთა პოტენციალის გამოვლენისა და განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია

აკადემიის გუნდები ასპარეზობენ ეროვნულ ტურნირებში, სადაც ისინი მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ. დამატებით, „ორბის“ კალათბურთის აკადემიის გუნდები მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ტურნირებში. ეს გამოცდილება არა მხოლოდ აუმჯობესებს მოსწავლეების საკალათბურთო უნარებს, არამედ ეხმარება მათ კულტურული მრავალფეროვნებების შეცნობასა და გლობალური საკალათბურთო საზოგადოების შესახებ ახალი პერსპექტივების ჩამოყალიბებაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საკალათბურთო კლუბ „ორბის“ აკადემიას ტელეფონზე 511 247 740, ან ელ. ფოსტაზე orbi.bc@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით „დინამოს“ ცურვისა და წყალბურთის აკადემიას ტელეფონზე 598 011 414, ან ელ. ფოსტაზე contact@wpcdinamo.ge