„ნიუტონის თავისუფალი სკოლა“

დამამთავრებელი საფეხური

© International Baccalaureate Organization 2024

საერთაშორისო ბაკალავრიატის დამამთავრებელი საფეხურის პროგრამა (DP) 11-12 კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და შემუშავებულია მათი ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური და ფიზიკური კეთილდღეობის გასავითარებლად. პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები ტრადიციულ აკადემიურ დისციპლინებს ერთმანეთთან აკავშირებენ და მიღებულ ცოდნას რეალური პრობლემების გადასაჭრელად იყენებენ, უნიკალური „ცოდნის თეორიის“ კურსის  ფარგლებში, ცოდნის არსს უღრმავდებიან და აკადემიურ დისციპლინებსა და სამყაროს შორის კავშირებს იკვლევენ. გარდა ამისა, DP-ს კურსდამთავრებულები გონებაგახსნილ და ტოლერანტ ადამიანებად გვევლინებიან, რომლებიც კულტურულ მრავალფეროვნებას აფასებენ და განსხვავებულ მოსაზრებებს სცემენ პატივს.

IB პროგრამების მიზანია საერთაშორისოდ მოაზროვნე ადამიანების აღზრდა, რომლებიც საყოველთაო ჰუმანურობის და პლანეტაზე კოლექტიური მზრუნველობის მნიშვნელობის აღიარებით, უკეთესი და მშვიდობიანი სამყაროს შექმნას შეეცდებიან.

IB მოსწავლის პროფილი სასწავლო პროცესის ცენტრში ათავსებს მოსწავლეებს და მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად. IB მოსწავლის პროფილში შემავალი 10 ატრიბუტის განვითარება, გლობალურად მოაზროვნე ადამიანების ჩამოყალიბების საფუძველია, რომლებსაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლიათ.

IB-ს მოსწავლეები მიისწრაფვიან, რომ იყვნენ: მკვლევრები, მცოდნეები, მოაზროვნეები, კომუნიკატორები, პრინციპულები, გონებაგახსნილები, მზრუნველები, გაბედულები, გაწონასწორებულები, რეფლექსიურები.

IB მოსწავლის პროფილის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

10 მიზეზი

რატომ არის DP საუკეთესო პროგრამა უმაღლესი განათლებისთვის მოსამზადებლად:

1. გაზრდილი აკადემიური შესაძლებლობები: ჩატარებული კვლევების მიხედვით, DP-ს კურსდამთავრებულებს, სხვა პროგრამების აბიტურიენტებთან შედარებით, საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის უფრო მაღალი შანსები აქვთ.

2. უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ შედეგი: „კრეატიულობა, აქტივობა, სერვისის“ (CAS) პროექტების ფარგლებში, მოსწავლეები კლასგარეშე გამოცდილებას იღებენ და როგორც ემოციურად, ასევე ეთიკურად და ინტელექტუალურად ვითარდებიან.

3. თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლად სწავლის უნარი: სადიპლომო ნაშრომის (EE) მომზადება მოსწავლეებისგან თემის სიღრმისეული შესწავლის გზით, დამოუკიდებელი კვლევის ჩატარებას მოითხოვს,.

4. საერთაშორისო კვალიფიკაცია: DP მსოფლიო სტანდარტის პროგრამაა, რომელიც აღიარებულია როგორც უნივერსიტეტების, ისე დამსაქმებლების მიერ.

5. გლობალურად მოაზროვნე კურსდამთავრებულები: პროგრამის მიზანი საერთაშორისოდ მოაზროვნე ადამიანების აღზრდაა, რაც არსებითი უნარია უფრო და უფრო მეტად გლობალიზებულ საზოგადოებებში.

6. კრიტიკული აზროვნების უნარი: IB მოსწავლეებს საკითხების გაანალიზებას და შეფასებას, იდეების ფორმირებას და ახალი პერსპექტივების განხილვას ასწავლის.

7. დროის მართვის უნარის ფლობა: DP-ის მოსწავლეებს განვითარებული აქვთ სწავლის მტკიცე უნარ-ჩვევები და დროის მართვის ეფექტური სტრატეგიები, რაც უნივერსიტეტისთვის მზაობის მთავარი ინდიკატორია.

8. უფრო მეტი, ვიდრე გამოცდებისთვის მომზადება: IB მოსწავლეებს საკითხების გააზრებას და გაცნობიერებას ასწავლის, არა მხოლოდ გამოცდებისთვის ფაქტების ან თემების დაზეპირებას.

9. საგნები არ ისწავლება იზოლირებულად: „ცოდნის თეორიის“ (TOK) კურსის  ფარგლებში, მოსწავლეები ცოდნის არსს უღრმავდებიან და აკადემიურ დისციპლინებსა და სამყაროს შორის კავშირებს იკვლევენ.

10. სიღრმისეული, საფუძვლიანი სწავლება: DP-ს სასწავლო პროგრამა სამი ცენტრალური საგნისგან და 6 საგნობრივი ჯგუფისგან შედგება, რომლებიც, თავის მხრივ, სხვადასხვა საგნებს აერთიანებენ.

*IB-ს მიერ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით