ხშირად დასმული
კითხვები
ნიუტონის სკოლა
„ნიუტონის თავისუფალი სკოლა“ საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის (The International Baccalaureate®) ავტორიზებული სკოლაა, რომელმაც წარმატებით მოიპოვა დაწყებითი (PYP), შუალედური (MYP) და დამამთავრებელი (DP) საფეხურების პროგრამების ავტორიზაცია საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციისგან.
„ნიუტონის თავისუფალი სკოლა“ მოსწავლეებს IB საერთაშორისო ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამებს სთავაზობს, მათ შორის:
1. დაწყებითი საფეხურის პროგრამა (PYP ფრესქული, PYP 1-5 კლასები)
2. შუალედური საფეხურის პროგრამა (MYP 6-10 კლასები)
3. დამამთავრებელი საფეხურის პროგრამა (DP 11-12 კლასები)
IB საერთაშორისო ბაკალავრიატის დამამთავრებელი საფეხურის დიპლომი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს სწავლა განაგრძონ როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში.
IB დიპლომი აღიარებულია საქართველოში, „გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას“. დამატებით ინფორმაციას გაეცანით „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ ვებ-გვერდზე.
დამამთავრებელი საფეხურის პროგრამა (DP) გამორჩეული სტატუსით სარგებლობს მსოფლიოს 1931 უნივერსიტეტში. ყოველწლიურად, DP-ს კურსდამთავრებულები 90-მდე ქვეყანაში, 3300-ზე მეტ უმაღლეს სასწავლებელში განაგრძობენ უმაღლესი განათლების მიღებას.
დეტალური ინფორმაცია დამამთავრებელი საფეხურის (DP) პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.
ნიუტონის სკოლის კურსდამთავრებულები მრავალფეროვანი ინტერესებით გამოირჩევიან, შესაბამისად, მათი არჩევანიც მრავალფეროვანია.
2024 წელს, „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ 24-მა კურსდამთავრებულმა, ჯამში 3,000,000 აშშ დოლარის დაფინანსება და 82 მოწვევის წერილი მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, გერმანიის, ნიდერლანდების, ესპანეთის, იტალიის, ბელგიის, ავსტრიის, ჩეხეთის, უნგრეთის და ჩინეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან.
2023 წელს, 20-მა კურსდამთავრებულმა, ჯამში 2,700,000 აშშ დოლარის დაფინანსება და 80 მოწვევის წერილი მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ესპანეთის, იტალიის, ბელგიის, ავსტრიის, ჩეხეთის, საფრანგეთის და უნგრეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან.
2022 წელს, 16-მა კურსდამთავრებულმა, ჯამში 1,020,760 აშშ დოლარის დაფინანსება და 56 მოწვევის წერილი მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, გერმანიის, ნიდერლანდების, ესპანეთის, იტალიის, ბელგიის, ავსტრიის, ჩეხეთის, ლიეტუვის და საფრანგეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან.
„ნიუტონის თავისუფალი სკოლა“ აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით და სასწავლო ლაბორატორიებით. სკოლის ტერიტორიაზე არის დახურული სპორტული დარბაზი და ღია სპორტული მოედანი, საცურაო აუზი და სხვა აუცილებელი სივრცეები სწავლებისა და სწავლისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად.
მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ 3D ვირტუალური ტური.
ნიუტონის სკოლა საგურამოში
„ნიუტონის თავისუფალი სკოლა“ საგურამოში მოსწავლეებს იღებს ფრესქულის (PYP 0) და დაწყებითი საფეხურის (PYP 1-5 კლასები) პროგრამებზე.
„ნიუტონის თავისუფალ სკოლაში“ მოსწავლეების მიღებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.
არა, სწავლის საფასური არ იცვლება „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ სხვადასხვა მისამართებზე სწავლის შემთხვევაში. სწავლის საფასურის შესახებ დამატებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.
დიახ, სკოლა გთავაზობთ ტრანსპორტირების მომსახურებას.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სწავლის საფასურში შედის ორჯერადი კვება, ხოლო ფრესქულის მოსწავლეებისთვის სამჯერადი კვება.
მიღება
„ნიუტონის თავისუფალ სკოლაში“ მოსწავლეების მიღებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.
„ნიუტონის თავისუფალი სკოლაში“ მოსწავლის გადმოყვანის სურვილის შემთხვევაში, დააფიქსირეთ მოსწავლე მომლოდინეთა სიაში.
მოსწავლის მომლოდინეთა სიაში დასაფიქსირებლად მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე info@newton.edu.ge
„ნიუტონის თავისუფალ სკოლაში“ მოსწავლეების მიღებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას გაეცანით მითითებულ ბმულზე.
სწავლის საფასური და გრანტები
2024-2025 აკადემიურ წელს, სკოლამდელი განათლების პროგრამაზე (PYP ფრესქული) მიღებული მოსწავლეებისთვის, სწავლის საფასური შეადგენს 4,000 ევროს ეკვივალენტს ლარში.
2024-2025 აკადემიურ წელს, PYP დაწყებითი საფეხურის პროგრამაზე (1-5 კლასები) მიღებული მოსწავლეებისთვის, სწავლის საფასური შეადგენს 4,500 ევროს ეკვივალენტს ლარში.
2024-2025 აკადემიურ წელს, MYP შუალედური საფეხურის პროგრამის 6-8 კლასებში მიღებული მოსწავლეებისთვის, სწავლის საფასური შეადგენს 5,000 ევროს ეკვივალენტს ლარში. MYP შუალედური საფეხურის პროგრამის 9-10 კლასებში მიღებული მოსწავლეებისთვის, სწავლის საფასური შეადგენს 5,500 ევროს ეკვივალენტს ლარში.
2024-2025 აკადემიურ წელს, DP დამამთავრებელი საფეხურის პროგრამაზე (11-12 კლასები) მიღებული მოსწავლეებისთვის, სწავლის საფასური შეადგენს 6,000 ევროს ეკვივალენტს ლარში.
დამატებით ინფორმაციას გაეცანით მითითებულ ბმულზე.
სწავლის გადასახადში შედის არჩევითი საკლუბო მეცადინეობები (გარდა ცურვისა). დამატებით, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სწავლის საფასურში შედის ორჯერადი კვება, ხოლო ფრესქულის მოსწავლეებისთვის სამჯერადი კვება.
სწავლის საფასურში შედის ყველა არჩევითი კლუბი ცურვის გარდა. კლუბების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
ცურვის კლუბის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს ან დაუკავშირდით „დინამოს“ ცურვისა და წყალბურთის აკადემიას ტელეფონზე 598 011 414, 599 011 420, 0322 141 401 ან ელ. ფოსტაზე contact@wpcdinamo.ge
ერთი ოჯახიდან ორი ბავშვის ერთდროულად სწავლის შემთხვევაში, თითოეული მოსწავლის სწავლის საფასურს დააკლდება 10%.
ერთი ოჯახიდან სამი ან მეტი ბავშვის ერთდროულად სწავლის შემთხვევაში, თითოეული მოსწავლის სწავლის საფასურს დააკლდება 20%.
„ნიუტონის თავისუფალი სკოლა“ დაინტერესებულ მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო გრანტებს სთავაზობს. სასწავლო გრანტების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
ტრანსპორტირება
დიახ, სკოლა გთავაზობთ ტრანსპორტირების მომსახურებას.
2024-2025 აკადემიურ წელს, ტრანსპორტირების წლიური საფასური 1480 ლარს შეადგენს.
კვება
მოსწავლეებს შეუძლიათ შეიძინონ მრავალფეროვანი და ჯანსაღი საკვები სკოლის კაფეტერიაში. დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სწავლის საფასურში შედის ორჯერადი კვება, ხოლო ფრესქულის მოსწავლეებისთვის სამჯერადი კვება.
სკოლის კაფეტერიაში შესაძლებელია 2 ან 4 კვირიანი მენიუს აბონემენტის შეძენა. ასევე, მოსწავლეებს შეუძლიათ თან ატარონ საკუთარი ე.წ. „ლანჩ-ბოქსი“ და მიირთვან კაფეტერიაში.
სასწავლო პროცესი
„ნიუტონის თავისუფალ სკოლაში“ ფრესქულის მოსწავლეები სწავლას იწყებენ 10:00 საათზე, I-IV კლასის მოსწავლეები 09:50, ხოლო V-XII კლასის მოსწავლეები 09:00 საათზე.
15:00 საათიდან 17:45 საათამდე მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ არჩევითი საკლუბო მეცადინეობებით.
„ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ მოსწავლეებს არ აქვთ სასწავლო ფორმა.
კლასში მაქსიმუმ 20 მოსწავლეა.
მოსწავლეები პირველი კლასიდან იწყებენ ინგლისური ენის სწავლას, ხოლო მე-5 კლასიდან ირჩევენ მეორე უცხოურ ენას. „ნიუტონის თავისუფალი სკოლა“ ითვალისწინებს მშობლების სურვილებს და მეორე სავალდებულო ენად სთავაზობს გამოკითხვის შედეგად ყველაზე მოთხოვნად ენებს. ამ მომენტისთვის მოსწავლეებს მეორე სავალდებულო ენად შეუძლიათ აირჩიონ ფრანგული, გერმანული, ესპანური ან რუსული.
„ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები სარგებლობენ სქულბუქით და IB მენეჯბექის პროგრამით, სადაც შესაძლებელია შეფასებების, დავალებების და ცხრილის ნახვა, საკლუბო მეცადინეობების არჩევა, კომუნიკაცია მასწავლებლებთან და სხვა.
საკლუბო მეცადინეობები
საკლუბო მეცადინეობები ტარდება 15:00 საათიდან 17:50 საათამდე.
მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ იმდენი კლუბი, რამდენის საშუალებასაც მისცემს მათი ინდივიდუალური ცხრილი. გაითვალისწინეთ, რომ „ნიუტონის თავისუფალ სკოლაში“ კლუბები ყოველწლიურად ახლდება. კლუბების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
კლუბში დაახლოებით 12-18 მოსწავლეა.