ავია მოდელირება
ავიამოდელირების კლუბი მოიცავს მუყაოს მარტივი სქემატური მფრინავი პლანერების მოდელირებას. მოსწავლეები შეისწავლიან ინჟინერიის ზოგად პრინციპებს, სქემატური მფრინავი პლანერების მოდელირებას, მცირე ზომის საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების დიზაინს, კონსტრუირებას და გაფრენას. ამავდროულად, უმუშავდებათ ხაზვის, სიზუსტის, კოორდინაციის და გამოჭრის უნარები.
კლასები: 5-8
ციფრული მარკეტინგი
საკლუბო მეცადინეობები მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიცემას, რათა სამომავლოდ წარმატებით შეძლონ ამ სფეროში საქმიანობის გაგრძელება. კლუბის წევრები შეისწავლიან მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვას და განხორციელებას, საძიებო სისტემების ოპტიმიზაციას, მონაცემების ანალიზს და ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენებას, მათ შორის: Google Ads, Facebook Ads და სხვა.
კლასები: 9-11
Model UN
Model UN კლუბი (გაეროს მოდელი) გაეროს გენერალური ასამბლეის და მისი სხვა ორგანოების სიმულაციას გთავაზობთ. საჯარო გამოსვლის, კრიტიკული აზროვნების გამოვლენის და სიღრმისეული კვლევის გზით, მოსწავლეები მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ელჩებად გვევლინებიან და დებატების გზით ადვოკატირებას უწევენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, კლიმატის ცვლილება და სხვა.
კლასები: 10-12
ჭადრაკი
კლუბში მოსწავლეები ეცნობიან საჭადრაკო სვლებს და ტერმინებს, დებიუტის გათამაშების წესებს, დაბმას, ორმაგ მუქარას, გახსნილ და ორმაგ ქიშს, საჭადრაკო ტურნირზე მოქცევის წესებს, საჭადრაკო პარტიის ჩაჭერას-კომენტარს და სხვა. კლუბის მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ სკოლის შიდა და გარე ტურნირებში.
კლასები: 1-9
დებატები
დებატების კლუბი მოსწავლეებს ეხმარება ორატორული და თავდაჯერებული კომუნიკაციის უნარების განვითარებაში; აზრების სტრუქტურირების, კვლევის და ჩანაწერების კეთების უნარების გაძლიერებაში; კრიტიკული აზროვნების, არგუმენტების ჩამოყალიბების, მსჯელობისა და მტკიცებულებების გამოყენების უნარების გაუმჯობესებაში.
კლასები: 7-11
Native Speaker (ინგლისური)
საკლუბო მეცადინეობებს ინგლისურენოვანი მასწავლებელი ატარებს. დისკუსიისა და ჯგუფური მუშაობის გზით, მოსწავლეებს უვითარდებათ საკომუნიკაციო ინგლისურის უნარები. კლუბი განკუთვნილია იმ მოსწავლეებისთვის, რომელთა ინგლისური ენის დონე არის Intermediate Plus და ზემოთ.
კლასები: 1-11
ფრანგული
კლუბი განკუთვნილია ფრანგული ენის შესწავლით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის. დისკუსიისა და ჯგუფური მუშაობის გზით, მოსწავლეებს უვითარდებათ კითხვის, წერის და კომუნიკაციის უნარები.
კლასები: 2-10
გერმანული
კლუბი განკუთვნილია გერმანული ენის შესწავლით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის. დისკუსიისა და ჯგუფური მუშაობის გზით, მოსწავლეებს უვითარდებათ კითხვის, წერის და კომუნიკაციის უნარები.
კლასები: 2-10
ესპანური
კლუბი განკუთვნილია ესპანური ენის შესწავლით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის. დისკუსიისა და ჯგუფური მუშაობის გზით, მოსწავლეებს უვითარდებათ კითხვის, წერის და კომუნიკაციის უნარები.
კლასები: 2-10
ჩინური
კლუბი განკუთვნილია ჩინური ენის შესწავლით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის. დისკუსიისა და ჯგუფური მუშაობის გზით, მოსწავლეებს უვითარდებათ კითხვის, წერის და კომუნიკაციის უნარები.
კლასები: 6-10
შემოქმედებითი წერა
კლუბის მიზანია მოსწავლეებისთვის შემოქმედებითი წერის სწავლება და აზრის წერილობით, მარტივად, გამართულად და ამასთან, მხატვრულად გადმოცემის უნარების გაუმჯობესება. კლუბი მოსწავლეებს ეხმარება შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში, ლექსიკური მარაგის შევსებაში, კრიტიკული ანალიზის და კვლევა-ძიების უნარების განვითარებაში.
კლასები: 7-8
მობილური ფოტო/ვიდეოგრაფია
პრაქტიკულ მეცადინეობებზე დაფუძნებული კლუბი განკუთვნილია ფოტო-ვიდეო ხელოვნებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის. კლუბი მოიცავს ფოტოგრაფიის და ვიდეოგრაფიის საფუძვლების შესწავლას და დავალებების შესრულებას სხვადასხვა საინტერესო თემების გარშემო.
კლასები: 7-12
ხატვა
ხატვის კლუბში მოსწავლეები იუმჯობესებენ წარმოსახვით უნარებს და ერთვებიან შემოქმედებით საქმიანობაში. სასწავლო პროგრამა დაფუძნებულია პრაქტიკულ მეცადინეობებზე. ყოველი სემესტრის ბოლოს, „ნიუტონის თავისუფალ სკოლაში“ იმართება გამოფენა, სადაც მოსწავლეები ძერწვის კლუბში შექმნილ ნამუშევრებს წარმოაჩენენ.
კლასები: 1-6
ძერწვა
ძერწვის კლუბში მოსწავლეები იუმჯობესებენ წარმოსახვით უნარებს და ერთვებიან შემოქმედებით საქმიანობაში. სასწავლო პროგრამა დაფუძნებულია პრაქტიკულ მეცადინეობებზე. ყოველი სემესტრის ბოლოს, „ნიუტონის თავისუფალ სკოლაში“ იმართება გამოფენა, სადაც მოსწავლეები ძერწვის კლუბში შექმნილ ნამუშევრებს წარმოაჩენენ.
კლასები: 1-6
დრამა
დრამის კლუბი განკუთვნილია დრამატურგიითა და სამსახიობო ოსტატობით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის, სადაც ისინი ეუფლებიან სასცენო მოძრაობებს, შეისწავლიან იმპროვიზაციას, პერსონაჟების განვითარებას და სხვადასხვა სამსახიობო მეთოდების გამოყენებას, როგორებიცაა მაიზნერის ტექნიკა, სტანისლავსკის სისტემა, წარმოდგენითი თამაში და სხვა.
კლასები: 1-11
ქართული ცეკვა
კლუბში მოსწავლეები შეისწავლიან ქართული ტრადიციული ცეკვების ილეთებს, ელემენტებსა და მუსიკას. კლუბის მიზანია ქართული ცეკვებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის სახალისო ფიზიკური აქტივობის შეთავაზება და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა.
კლასები: 1-6
ფეხბურთი
კლუბში მოსწავლეები ვარჯიშობენ ფეხბურთის სხვადასხვა კომპონენტებში, რაც მოიცავს ბურთის დარტყმას, გაჩერებას, ტარებას, ართმევას, მოკლე გადაცემებს წყვილებში, სმენითი და მხედველობითი რეაქციების განსავითარებელ ვარჯიშებს და სხვა. სპორტის შესწავლასთან ერთად, კლუბის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ასევე გუნდური პრინციპით მუშაობის უნარისა და პასუხისმგებლობის განვითარება.
კლასები: 1-11
კარატე
კარატე არაძალადობრივი საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც თავდაცვისა და ძალადობის თავიდან აცილების სწავლებაზე ფოკუსირდება. კლუბში მოსწავლეები კარატეს ტექნიკებს, მოძრაობებს შეისწავლიან და ემოციური რეგულირების უნარებს გამოიმუშავებენ, რაც აუცილებელი ცხოვრებისეული უნარია. სპორტის შესწავლასთან ერთად, კლუბის მიზანია მოსწავლეების გონებრივი და ემოციური გაძლიერება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და პასუხისმგებლობის განვითარება.
კლასები: 1-6
ფარიკაობა
კლუბში მოსწავლეები ფარიკაობის სხვადასხვა კომპონენტებში ვარჯიშობენ, რაც მოიცავს დაშნის სწორად დაჭერას, სწორ დგომას, მეტოქეზე დაკვირვებას, სწორ მოძრაობას შეტევისას და თავდაცვისას, მოთმინებას, დროის გაკონტროლებას და სხვა. ფარიკაობის შესწავლასთან ერთად, კლუბის მიზანია მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და მათი პასუხისმგებლობის განვითარება.
კლასები: 3-8
ცურვა
ცურვის კლუბში მოსწავლეები შესაბამისი დონეების მიხედვით ნაწილდებიან და სპორტში საწყისი საფეხურიდან პროფესიონალურ დონემდე ვითარდებიან, შეისწავლიან წყალში დამოუკიდებლად და სწორად მოძრაობის მეთოდებს, ეტაპობრივად ეუფლებიან როგორც საბაზისო უნარებს, ასევე სხვადასხვა სტილით ცურვას და საწყლოსნო სიტუაციებში უსაფრთხოების წესების დაცვას.
კლასები: 1-11
სწავლის გადასახადში არ შედის ცურვის საკლუბო მეცადინეობები