დაგვიკავშირდით: 322 000230

რობოტიკის სკოლა

„ნიუტონის რობოტიკის სკოლა“ სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს ლეგო რობოტიკის კურსს, რომელიც ეყრდნობა მსოფლიოში არსებულ გამოცდილებას და მორგებულია მონაწილეთა ასაკზე, უნარებსა და ინტერესებზე.

თითოეული კურსი ექვს კვირასა და რამდენიმე საფეხურს მოიცავს. თითოეულ ეტაპზე იცვლება მოდელებისა და ამოცანების სირთულე.

გაკვეთილები ორი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან შედგება. მოსწავლეები იღებენ თეორიულ ცოდნას ამა თუ იმ საკითხის შესახებ და შემდეგ ამ ცოდნაზე დაყრდნობით, კონკრეტული მახასიათებლებისა და მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით ქმნიან – აწყობენ და აპროგრამებენ რობოტებს.

რობოტიკის სკოლის მიზანია მოსწავლეების დაინტერესება თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროთი და ყოველი ნაბიჯი მიმართულია, რომ მოსწავლე თავად გახადოს ამ პროცესის აქტიური მონაწილე. თანამედროვე სამყაროსთვის ტექნოლოგიები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ახალგაზრდები გახდნენ არა მხოლოდ მომხმარებლები, არამედ აქტიურად ჩაერთონ მათი შექმნისა და “გაგების” პროცესში, რათა გაუმარტივდეთ თანამედროვე სამყაროს მოთხოვნების დაძლევა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვირეკეთ 577 90 02 55; ან მოგვწერეთ i.umudumov@newton.edu.ge;