პატრონუსი” გამორჩეული ბაღია. აქ ბავშვები თავად არიან სასწავლო პროგრამის ავტორები. სასწავლო კურიკულუმი შედგება მათზე დაკვირვებით, მათი ძლიერი მხარეებისა და ინტერესების გათვალისწინებით. ბაღის გარემოში, თითოეული ბავშვი არის პროცესის თანაბარუფლებიანი მონაწილე. მათ აქვთ საკუთარი აზრები, ფიქრები და შეკითხვები, რომლებიც დაფასებული და გათვალისწინებულია.
სწავლის პროცესში უდიდესი როლი აქვს პროექტებზე მუშაობას, რომელიც დაფუძნებულია კვლევით სწავლებაზე. ბავშვები გამოხატავენ, აზიარებენ, წარმოაჩენენ და განიმტკიცებენ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას. ჩვენი ბაღის ხედვით, ბავშვი არის ძლიერი, შრომისუნარიანი, დამოუკიდებელი, ცნობისმოყვარე და ფართო წარმოსახვის მქონე პიროვნება.
“პატრონუსის” მიზანია, გავაძლიეროთ ბავშვებში აზროვნების, შემეცნებისა და კვლევის უნარები, რაც დაეხმარება მათ ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ ადამიანებად და თავადვე იყვნენ პასუხისმგებელნი საკუთარ არჩევანსა და გადაწყვეტილებებზე.
ჩვენს გარემოში ბავშვებს უსმენენ. მათი ნებისმიერი სურვილი, აზრი თუ შეკითხვა მნიშვნელოვანი და ფასეულია. კვლევისა და კითხვების დასმის შედეგად, მათ იციან, რომ დაიკმაყოფილებენ ცნობისმოყვარეობასა და მიიღებენ ახალ გამოცდილებას.
ინფორმაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით: 0322 90 70 11 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: info@patronus.edu.ge