
ჭადრაკის სათამაშო კლუბი
აღნიშნული კლუბის მიზანია ჭადრაკის სწავლება უშუალოდ და მხოლოდ თამაშის პროცესში. შესაბამისად აღნიშნულ კლუბზე სიარული შეუძლიათ სტანდარტული ჭადრაკისა და პროფესიული ჭადრაკის იმ მოსწავლეებს, რომლებსაც საკმარისი ცოდნა და გამოცდილება გააჩნიათ იმისათვის, რომ დამოუკიდებლად ითამაშონ საჭადრაკო პარტია და შესაბამისას აღნიშნული კლუბის ფარგლებში დახვეწონ საკუთარი სათამაშო უნარები.

პროფესიული ჭადრაკი
სტანდარტული ჭადრაკის კლუბისგან განსხვავებით, აღნიშნულ კლუბში მეცადინეობა ტარდება კვირაში ოთხჯერ. აღნიშნული კლუბის არჩევა ნებაყოფლობითი არ არის და მასში მოსწავლეები გაწევრიანდებიან მხოლოდ მასწავლებლის თანხმობის შემთხვევაში.

ჭადრაკი
კლუბის მიზანია განავითაროს მოსწავლის სტრატეგიული აზროვნება და ხედვა. კურსის ბოლოს მოსწავლეებს შორის ჩატარდება შიდა ტურნირი.
s.shamugia@newton.edu.ge, k.khomeriki@newton.edu.ge, t.kveliashvili@newton.edu.ge

დებატების კლუბი
კურსის მიზანია მოსწავლეებს გააცნოს დებატების ხელოვნება, გამოუმუშავოს დებატების დროს საჭირო უნარ-ჩვევები. კურსის ბოლოს თეორიულ ცოდნას პრაქტიკულად განახორციელებენ.

რა? სად? როდის?
კლუბი განკუთვნილია ცნობისმოყვარე და მოაზროვნე მოსწავლეებისთვის, ვისაც სურს შეზღუდულ დროში ლოგიკური მსჯელობით სწორ პასუხამდე მივიდეს.