
ფეხბურთი
კლუბში მოსწავლეები ვარჯიშობენ ფეხბურთის სხვადასხვა კომპონენტებში, რაც მოიცავს ბურთის დარტყმას, გაჩერებას, ტარებას, ართმევას, მოკლე გადაცემებს წყვილებში, სმენითი და მხედველობითი რეაქციების განსავითარებელ ვარჯიშებს და სხვა. სპორტის შესწავლასთან ერთად, კლუბის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ასევე გუნდური პრინციპით მუშაობის უნარისა და პასუხისმგებლობის განვითარება.
კლასები: 1-11



კარატე
კარატე არაძალადობრივი საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც თავდაცვისა და ძალადობის თავიდან აცილების სწავლებაზე ფოკუსირდება. კლუბში მოსწავლეები კარატეს ტექნიკებს, მოძრაობებს შეისწავლიან და ემოციური რეგულირების უნარებს გამოიმუშავებენ, რაც აუცილებელი ცხოვრებისეული უნარია. სპორტის შესწავლასთან ერთად, კლუბის მიზანია მოსწავლეების გონებრივი და ემოციური გაძლიერება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და პასუხისმგებლობის განვითარება.
კლასები: 1-6

ფარიკაობა
კლუბში მოსწავლეები ფარიკაობის სხვადასხვა კომპონენტებში ვარჯიშობენ, რაც მოიცავს დაშნის სწორად დაჭერას, სწორ დგომას, მეტოქეზე დაკვირვებას, სწორ მოძრაობას შეტევისას და თავდაცვისას, მოთმინებას, დროის გაკონტროლებას და სხვა. ფარიკაობის შესწავლასთან ერთად, კლუბის მიზანია მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და მათი პასუხისმგებლობის განვითარება.
კლასები: 3-8

ცურვა
ცურვის კლუბში მოსწავლეები შესაბამისი დონეების მიხედვით ნაწილდებიან და სპორტში საწყისი საფეხურიდან პროფესიონალურ დონემდე ვითარდებიან, შეისწავლიან წყალში დამოუკიდებლად და სწორად მოძრაობის მეთოდებს, ეტაპობრივად ეუფლებიან როგორც საბაზისო უნარებს, ასევე სხვადასხვა სტილით ცურვას და საწყლოსნო სიტუაციებში უსაფრთხოების წესების დაცვას.
კლასები: 1-11
სწავლის გადასახადში არ შედის ცურვის საკლუბო მეცადინეობები