
Native Speaker
კლუბი განკუთვნილია მოსწავლეთათვის, რომელთა ინგლისური ენის დონე არის Intermediate Plus და ზემოთ. კლუბის მთავარი მიზანი არის საკომუნიკაციო ინგლისურის დახვეწა დისკუსიისა და ჯგუფური მუშაობის გზით.

რობოტიკის კლუბი
რობოტიკის კურსში მოსწავლეები შეისწავლიან თანამედროვე ტექნოლოგიებს ელ. ინჟინერიაში. მიკროკონტროლერების მართვას, პასიური და აქტიური კომპონენტებით წრედების შექმნას და სხვა.

კარატე
კლუბი განკუთვნილია სპორტის ამ სახეობით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის. კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეები კარატეს ფედერაციაში მიიღებენ საერთაშორისო თანრიგებს.



ფეხბურთი
კლუბი განკუთვნილია ფეხბურთით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის; მოსწავლეები გადანაწილდებიან შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში. მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ შიდა ტურნირებში.

ფარიკაობა
კლუბი განკუთვნილია სპორტის ამ სახეობით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის. კურსის ბოლოს მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ როგორც შიდა, ისე სკოლებს შორის ტურნირებში.

ავია მოდელირების კლუბი
ავია მოდელირება, არის ტექნიკური მოდელირების ერთ-ერთი დარგი. კლუბის ფარგლებში მუყაოს და სხვადასხვა მასალის გამოყენებით მოსწავლეები ქმნიან საფრენ აპარატებს.

ქართული ცეკვის კლუბი
მოსწავლეები შეისწავლიან ქართულ ტრადიციულ ცეკვებს. სემესტრის ბოლოს მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ შიდა ტურნირში.





ძერწვის კლუბი
სასწავლო პროგრამა დაფუძნებულია პრაქტიკულ მეცადინეობებზე. მოსწავლეები გაიუმჯობესებენ სახვით უნარებს, ჩაერთვებიან შემოქმედებით საქმიანობაში.


კინო კლუბი
კლუბის მიზანია მოსწავლეები გაეცნონ კინო კლასიკასა და თანამედროვე კინოს ტენდენციებს, დაეუფლონ კინოს გადაღების ტექნიკას; სემესტრის ბოლოს მოსწავლეები დაწერენ რეცენზიას და გადაიღებენ მოკლემეტრაჟიან ფილმებს.

ფოტო/ვიდეო ხელოვნების კლუბი
მოსწავლეები დაეუფლებიან ფოტო და ვიდეო გადაღების ხელოვნებას. გამოიმუშავებენ საჭირო უნარებს. მონაწილეობას მიიღებენ გამოფენებში.

დრამის კლუბი
კლუბი განკუთვნილია დრამატურგიითა და სამსახიობო ოსტატობით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის. კურსის ბოლოს მოსწავლეები საკუთარ ცოდნას სხვადასხვა აქტივობებით წარმოაჩენენ.

ჭადრაკის სათამაშო კლუბი
აღნიშნული კლუბის მიზანია ჭადრაკის სწავლება უშუალოდ და მხოლოდ თამაშის პროცესში. შესაბამისად აღნიშნულ კლუბზე სიარული შეუძლიათ სტანდარტული ჭადრაკისა და პროფესიული ჭადრაკის იმ მოსწავლეებს, რომლებსაც საკმარისი ცოდნა და გამოცდილება გააჩნიათ იმისათვის, რომ დამოუკიდებლად ითამაშონ საჭადრაკო პარტია და შესაბამისას აღნიშნული კლუბის ფარგლებში დახვეწონ საკუთარი სათამაშო უნარები.

პროფესიული ჭადრაკი
სტანდარტული ჭადრაკის კლუბისგან განსხვავებით, აღნიშნულ კლუბში მეცადინეობა ტარდება კვირაში ოთხჯერ. აღნიშნული კლუბის არჩევა ნებაყოფლობითი არ არის და მასში მოსწავლეები გაწევრიანდებიან მხოლოდ მასწავლებლის თანხმობის შემთხვევაში.

პროგრამირების კლუბი
კლუბი განკუთვნილია პროგრამირებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის. კურსის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნობიან პროგრამირების ენებს, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს.

ჭადრაკი
კლუბის მიზანია განავითაროს მოსწავლის სტრატეგიული აზროვნება და ხედვა. კურსის ბოლოს მოსწავლეებს შორის ჩატარდება შიდა ტურნირი.

დებატების კლუბი
კურსის მიზანია მოსწავლეებს გააცნოს დებატების ხელოვნება, გამოუმუშავოს დებატების დროს საჭირო უნარ-ჩვევები. კურსის ბოლოს თეორიულ ცოდნას პრაქტიკულად განახორციელებენ.

რა? სად? როდის?
კლუბი განკუთვნილია ცნობისმოყვარე და მოაზროვნე მოსწავლეებისთვის, ვისაც სურს შეზღუდულ დროში ლოგიკური მსჯელობით სწორ პასუხამდე მივიდეს.

ჩინური ენის კლუბი
კლუბის მიზანია მოსწავლეების დაინტერესება ჩინური ენითა და კულტურით. მოსწავლეები გადანაწილდებიან ცოდნის დონის შესაბამის ჯგუფებში. კურსის ბოლოს ისინი საკუთარ ცოდნას პრეზენტაციის საშუალებით წარმოაჩენენ.

იაპონური ენის კლუბი
კლუბის მიზანია მოსწავლეების დაინტერესება იაპონური ენითა და კულტურით. მოსწავლეები გადანაწილდებიან ცოდნის დონის შესაბამის ჯგუფებში. კურსის ბოლოს ისინი საკუთარ ცოდნას პრეზენტაციის საშუალებით წარმოაჩენენ.

ფრანგული ენის კლუბი
მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ფრანგულად მეტყველებას, მართლწერას. მოსწავლეები გადანაწილდებიან ცოდნის დონის შესაბამის ჯგუფებში. კურსის ბოლოს ისინი საკუთარ ცოდნას პრეზენტაციის საშუალებით წარმოაჩენენ.

ესპანური ენის კლუბი
კლუბი განკუთვნილია ესპანური ენის შესწავლით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის. კურსის ბოლოს მოსწავლეები საკუთარ ცოდნას პრეზენტაციის საშუალებით წარმოაჩენენ.

გერმანული ენის კლუბი
გერმანული ენის შესწავლით დაინტერესებული მოსწავლეები გადანაწილდებიან ცოდნის დონის შესაბამის ჯგუფებში. სემესტრის ბოლოს მოსწავლეები საკუთარ ცოდნას „გოეთეს“ ტესტის მეშვეობით შეამოწმებენ.


ინგლისური ენის კლუბი
კლუბი განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, რომლებსაც საგანში უკეთესი შედეგის მისაღწევად სჭირდებათ დამატებითი მეცადინეობა. მოსწავლეები გადანაწილდებიან ცოდნის დონის შესაბამის ჯგუფებში.











სარეკომენდაციო ფიზიკა
კლუბი განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, რომლებსაც საგანში დადებითი შეფასების მისაღებად სჭირდებათ დამატებითი მეცადინეობა.


სარეკომენდაციო ქიმია
კლუბი განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, რომლებსაც საგანში დადებითი შეფასების მისაღებად სჭირდებათ დამატებითი მეცადინეობა.

სარეკომენდაციო მათემატიკა
კლუბი განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, რომლებსაც საგანში დადებითი შეფასების მისაღებად სჭირდებათ დამატებითი მეცადინეობა.