ნიუტონის თავისუფალი სკოლის საგურამოს მისამართზე, გთავაზობთ საზაფხულო STEM სკოლას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის.
თარიღები
საზაფხულო STEM სკოლის თარიღებია:
I ნაკადი: 17-28 ივნისი
II ნაკადი: 1-12 ივლისი
III ნაკადი: 15-26 ივლისი
აქტივობები
2 კვირის განმავლობაში, მოსწავლეები სუფთა ჰაერზე და მწვანე გარემოში ჩაერთვებიან რობოტიკის (mBot, Mindstorm, WeDo), 3D მოდელირებისა და ინჟინერიის პრაქტიკულ მეცადინეობებში.
პირობები
1. აქტივობების დაწყების და დასრულების დრო: 10:00-18:00 საათი;
2. დღის განმავლობაში გათვალისწინებულია ორჯერადი კვება;
3. საზაფხულო სკოლაში სამუშაო ენა არის ქართული;
4. სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეებს ყველა საჭირო სასწავლო რესურსით;