2023-2024 წელს მიღებული მოსწავლეებისთვის ნიუტონის თავისუფალ სკოლაში სწავლის საფასური შეადგენს 4000 ევროს ეკვივალენტს ლარში.
*თანხა მოცემულია სახელმწიფო ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერის თანხის გამოკლებით.
საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სასწავლო პროგრამები ნიუტონის თავისუფალ სკოლაში:
PYP სკოლამდელი განათლების პროგრამა (ფრესქული)
PYP დაწყებითი საფეხურის პროგრამა (1-5 კლასები)
MYP შუალედური საფეხურის პროგრამა (6-10 კლასები)
DP დამამთავრებელი კლასების პროგრამა (11-12 კლასები)
ფასდაკლება ოჯახის წევრებისთვის:
- -20%
- ერთი ოჯახიდან სამი ან მეტი ბავშვის სწავლის შემთხვევაში, თითოეული მოსწავლის სწავლის საფასურს დააკლდება 20%.
- -10%
- ერთი ოჯახიდან ორი ბავშვის სწავლის შემთხვევაში, თითოეული მოსწავლის სწავლის საფასურს დააკლდება 10%.
სასწავლო გრანტები:
1. ნიუტონის თავისუფალი სკოლა გთავაზობს სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას თუ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის ან ბიოლოგიის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადებიდან 2 ან მეტი ოლიმპიადის მესამე ტურში მოხვდები.
2. თუ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის ან ბიოლოგიის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში მოხვდები, ნიუტონის თავისუფალ სკოლაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, ყოველწლიურად მიიღებ 2500 ლარიან სასწავლო გრანტს.
3. ასევე ჩვენგან მიიღებ სრულ დაფინანსებას, თუ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის ან ბიოლოგიის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის ხუთეულში აღმოჩნდები.
4. თუ ისტორიის, გეოგრაფიის, ან ქართული ენის და ლიტერატურის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში ხარ გადასული, ნიუტონის თავისუფალ სკოლაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, ყოველწლიურად მიიღებ 1500 ლარიან სასწავლო გრანტს.
5. თუ ზემოთ ჩამოთვლილ ოლიმპიადებიდან 2 ან მეტი ოლიმპიადის მესამე ტურში მოხვდები, გრანტის ოდენობა დაჯამდება.
გრანტით ისარგებლებ ყოველწლიურად, ჩვენთან სწავლის პერიოდში.
გრანტი
- 9000
გრანტი
- 2500
გრანტი
- 1500
დამატებით, ნიჭიერი და გამორჩეული მოსწავლეებისთვის!
ნიუტონის თავისუფალი სკოლა აცხადებს საგრანტო კონკურსს მათთვის, ვინც დაინტერესებულია 2023-2024 აკადემიური წლიდან სწავლა გააგრძელოს ნიუტონის თავისუფალი სკოლის VI, VII, VIII, IX, X და XI კლასში.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა გულისხმობს ტესტირების ჩაბარებას შემდეგ დისციპლინებში:
VI კლასი
მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა;
VII კლასი
მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა;
VIII კლასი
მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები;
IX კლასი
მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
X კლასი
მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
XI კლასი
მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
ნიუტონის თავისუფალი სკოლა მზადაა გადმოგცეს ერთწლიანი, 1000 ლარიანი სასწავლო გრანტი, თუ შესაბამისი კლასის საკონკურსო ტესტებში ჯამურად დააგროვე ქულების 89% –ზე მეტი.
გრანტების რაოდენობა არ არის შეზღუდული. სასწავლო გრანტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ნიუტონის თავისუფალ სკოლაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში.