დაგვიკავშირდით: 322 000230

პროგრამის შესახებ

სკოლამდელი აღზრდის პროგრამა განკუთვნილია სკოლამდელი ასაკის 5-6 წლის ბავშვებისთვის. პროგრამის მიზანია განავითაროს ბავშვი გონებრივად და ფიზიკურად, მოამზადოს ის სკოლისთვის.

სასწავლო დღის ხანგრძლივობა: 10:00-18:00;

ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა: 20 ბავშვი;

კვება: 3-ჯერ დღეში;

სასწავლო პროგრამა

სასწავლო პროგრამა დაყოფილია ორ ნაწილად:

პირველი ნაწილი: სასწავლო ბლოკი

  • კითხვის უნარის განვითარება: წაკითხულის გააზრება, საკუთარი აზრის გასაგებად ჩამოყალიბება;
  • სიტყვების, ტექსტების და ნახატების დამახსოვრება;
  • მათემატიკური ცნებების ფორმირება;
  • მარტივი, ლოგიკური დავალებების გადაწყვეტა/ამოხსნა;
  • უსაფრთხოების წესების გაცნობა;
  • საწყისი წერითი უნარების განვითარება (ხელის მომზადება წერისთვის);
  • მეტყველების განვითარება, მეტყველების კულტურა, ლექსიკური მარაგის გამრავალფეროვნება;
  • სწავლისადმი მოტივაციის ჩამოყალიბება;

მეორე ნაწილი: შემოქმედებითი ბლოკი

  • სამუშაო ინსტრუმენტების გამოყენება უსაფრთხოების წესების დაცვით (წებო, მაკრატელი, საღებავები, ქაღალდი, ფუნჯი და ასე შემდეგ);
  • ძერწვა (პლასტილინი, თიხა, მარილიანი ცომი);
  • აპლიკაცია (შერეული მასალით მუშაობა, ნატურალური მასალების გამოყენება, სხვადასხვა ფაქტურის ქაღალდები, მუყაო, მარცვლეული);
  • ფერწერა (აკვარელის საღებავი, მარკერები, ფერადი ფანქრები, გუაში, თითის საღებავები, პასტელები);
  • ქვიშის ანიმაცია (ფერადი ქვიშა);
  • დიზაინი, კონსტრუირება (Origami, Quilling).

იხილეთ საინფორმაციო ბროშურა