სკოლამდელი განათლების პროგრამა განკუთვნილია სკოლამდელი ასაკის 5-6 წლის ბავშვებისთვის. პროგრამის მიზანია განავითაროს ბავშვი გონებრივად და ფიზიკურად, მოამზადოს ის სკოლისთვის.
სასწავლო პროგრამა
სასწავლო პროგრამა დაყოფილია სამ ნაწილად:
პირველი ნაწილი: სასწავლო ბლოკი
- კითხვის უნარის განვითარება: წაკითხულის გააზრება, საკუთარი აზრის გასაგებად ჩამოყალიბება;
- სიტყვების, ტექსტების და ნახატების დამახსოვრება;
- მათემატიკური ცნებების ფორმირება;
- მარტივი, ლოგიკური დავალებების გადაწყვეტა/ამოხსნა;
- უსაფრთხოების წესების გაცნობა;
- საწყისი წერითი უნარების განვითარება (ხელის მომზადება წერისთვის);
- თხრობითი მეტყველების განვითარება, მეტყველების კულტურა, ლექსიკური მარაგის გამრავალფეროვნება;
- სწავლისადმი მოტივაციის ჩამოყალიბება;
მეორე ნაწილი: მსხვილი მოტორული უნარების განმავითარებელი აქტივობების ბლოკი
- გასვლითი/ეზოს აქტივობები
მესამე ნაწილი: შემოქმედებითი ბლოკი
- სამუშაო ინსტრუმენტების გამოყენება უსაფრთხოების წესების დაცვით (წებო, მაკრატელი, საღებავები, დირაკოლი, სტეპლერი და ასე შემდეგ);
- ძერწვა (პლასტილინი, თიხა, მარილიანი ცომი);
- აპლიკაცია (შერეული მასალით მუშაობა, ნატურალური მასალების გამოყენება, სხვადასხვა ფაქტურის ქაღალდები, მუყაო, მარცვლეული);
- ფერწერა (აკვარელის საღებავი, მარკერები, ფერადი ფანქრები, გუაში, თითის საღებავები, პასტელები);
- მუსიკა(მარტივი მუსიკალური ინსტრუმენტები, რიტმული საკრავები )
- სახალისო ექსპერიმენტები;
- სათამაშოების შექმნა, დიზაინი, კონსტრუირება (Origami, Quilling);
სასწავლო დღის ხანგრძლივობა: 10:00-18:00.
კვება: დღეში 3-ჯერ
ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა: 20 ბავშვი
პედაგოგების რაოდენობა ჯგუფში: 2