სწავლის საფასური და გრანტები

2022-2023 წელს მიღებული მოსწავლეებისთვის ნიუტონის თავისუფალ სკოლაში სწავლის საფასური 9000* ლარია.

*თანხა მოცემულია სახელმწიფო ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერის თანხის გამოკლებით.

ფასდაკლება

  • -20%
  • ერთი ოჯახიდან სამი ან მეტი ბავშვის სწავლის შემთხვევაში, თითოეული მოსწავლის სწავლის საფასურს დააკლდება 20%.
  • -10%
  • ერთი ოჯახიდან ორი ბავშვის სწავლის შემთხვევაში, თითოეული მოსწავლის სწავლის საფასურს დააკლდება 10%.

გრანტის მაძიებლებისთვის

თუ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის ან ბიოლოგიის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში მოხვდები, ნიუტონის თავისუფალ სკოლაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, ყოველწლიურად მიიღებ 2500 ლარიან სასწავლო გრანტს.

ნიუტონის თავისუფალი სკოლა, გთავაზობს სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას, თუ ზემოთ ჩამოთვლილი ოლიმპიადებიდან 2 ან მეტი ოლიმპიადის მესამე ტურში მოხვდები.

ასევე ჩვენგან მიიღებ სრულ დაფინანსებას, თუ იმავე საგნების ოლიმპიადის მესამე ტურის ხუთეულში აღმოჩნდები.

თუ ისტორიის, გეოგრაფიის, ან ქართული ენის და ლიტერატურის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში ხარ გადასული, ნიუტონის თავისუფალ სკოლაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, ყოველწლიურად მიიღებ 1500 ლარიან სასწავლო გრანტს.

თუ ზემოთ ჩამოთვლილ ოლიმპიადებიდან 2 ან მეტი ოლიმპიადის მესამე ტურში მოხვდები, გრანტის ოდენობა დაჯამდება.

გრანტით ისარგებლებ ყოველწლიურად, ჩვენთან სწავლის პერიოდში.

  • გრანტი

  • 9000
  • გრანტი

  • 2500
  • გრანტი

  • 1500

მნიშვნელოვანი სიახლე ნიჭიერი და გამორჩეული მოსწავლეებისთვის!

დამატებით, ნიუტონის თავისუფალი სკოლა აცხადებს საგრანტო კონკურსს მათთვის, ვინც დაინტერესებულია 2022-2023 აკადემიური წლიდან სწავლა გააგრძელოს ნიუტონის თავისუფალი სკოლის VI, VII, VIII, IX, X და XI კლასში.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა გულისხმობს ტესტირების ჩაბარებას შემდეგ დისციპლინებში:

VI კლასი – მათემატიკა; ქართული ენა და ლიტერატურა

VII კლასი – მათემატიკა; ქართული ენა და ლიტერატურა

VIII კლასი – მათემატიკა; ქართული ენა და ლიტერატურა; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები

IX კლასი – მათემატიკა; ქართული ენა და ლიტერატურა; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

X კლასი – მათემატიკა; ქართული ენა და ლიტერატურა; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

XI კლასი – მათემატიკა; ქართული ენა და ლიტერატურა; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

ნიუტონის თავისუფალი სკოლა მზადაა გადმოგცეს ერთწლიანი, 1000 ლარიანი სასწავლო გრანტი, თუ შესაბამისი კლასის საკონკურსო ტესტებში ჯამურად დააგროვე ქულების 89 % – ზე მეტი. გრანტების რაოდენობა არ არის შეზღუდული. სასწავლო გრანტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ნიუტონის თავისუფალ სკოლაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში.