FAQ

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სწავლა ნიუტონის თავისუფალ სკოლაში 2021 – 2022 აკადემიურ წელს?

ნიუტონის თავისუფალ სკოლაში სტანდარტული პროგრამის სწავლის საფასური შეადგენს 7200 ლარს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული 

ნიუტონის თავისუფალ სკოლაში IB სკოლამდელი აღზრდის პროგრამის (preschool) სწავლის საფასური შეადგენს 3000 ევროს ეკვივალენტს ლარში.

ნიუტონის თავისუფალ სკოლაში IB დაწყებითი საფეხურის პროგრამის (PYP) სწავლის საფასური შეადგენს 4000 ევროს ეკვივალენტს ლარში.

ნიუტონის თავისუფალ სკოლაში IB შუალედური საფეხურის პროგრამის (MYP) VI-VIII კლასებში სწავლის საფასური შეადგენს 4500 ევროს ეკვივალენტს ლარში, ხოლო IX-X კლასებში – 5000 ევროს ეკვივალენტს ლარში.

ნიუტონის თავისუფალ სკოლაში IB დამამთავრებელი საფეხურის პროგრამის (DP) სწავლის საფასური შეადგენს 5500 ევროს ეკვივალენტს ლარში. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული.

როგორ ხდება სწავლის საფასურის გადახდა?

სწავლის საფასურის გადახდა ხდება ორ ნაწილად – I და II სემესტრის დაწყებამდე, თუმცა,შესაძლებელია, ინდივიდუალური გადახდის გრაფიკის შეთახმება ფინანსურ მენეჯერთან.

რამდენ წლიანია ხელშეკრულება და რა სახის ცვლილება შეიძლება იყოს გადასახადზე წლების განმავლობაში?

ნიუტონის თავისუფალ სკოლასთან ხელშეკრულება ფორმდება 12 წლის ვადით (თუკი მოსწავლე პირველი კლასიდან იწყებს სწავლას, სხვა შემთხვევაში, იმდენი წლით, რამდენიც დარჩენილი აქვს მოსწავლეს სწავლის დასრულებამდე). ხელშეკრულების მიხედვით, სკოლა იტოვებს სწავლის საფასურის წლიური 5%-ით ზრდის უფლებას.

რა შედის სწავლის გადასახადში?

სწავლის გადასახადში შედის არჩევითი საკლუბო მეცადინეობები (გარდა ცურვისა), დამატებით, I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სწავლის საფასურში შედის ორჯერადი კვება, ხოლო ფრესქულის მოსწავლეებისთვის სამჯერადი კვება.

შეიცვლება თუ არა სწავლის გადასახადი იმ შემთხვევაში, თუკი არ ავირჩევთ საკლუბო მეცადინეობებს?

არა, სწავლის საფასური არ შეიცვლება, თუკი არ აირჩევთ დამატებით საკლუბო მეცადინეობებს.

ფასდაკლებები:

ერთი ოჯახიდან ორი ბავშვის სწავლის შემთხვევაში, თითოეული მოსწავლის სწავლის საფასურს დააკლდება 10%.

ერთი ოჯახიდან სამი ან მეტი ბავშვის სწავლის შემთხვევაში, თითოეული მოსწავლის სწავლის საფასურს დააკლდება 20%.

მეტი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე: http://newton.edu.ge/newton-school/fees/

გაქვთ თუ არა სასწავლო გრანტები?

დიახ, ნიუტონის თავისუფალ სკოლაში გვაქვს სასწავლო გრანტები, დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://newton.edu.ge/newton-school/fees/

რა არის ტრანსპორტირების საფასური და როგორ ვიხდი მას?

2020-2021 აკადემიურ წელს ტრანსპორტირების წლიური საფასური შეადგენს 800 ლარს, გადახდა ხდება 4 ნაწილად.

გაქვთ თუ არა ნიუტონის თავისუფალ სკოლაში ფორმა?

ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლეებს არ აქვთ სასწავლო ფორმა.

რამდენჯერადია კვება

I-IV კლასის ჩათვლით მოსწავლეებს აქვთ ორჯერადი კვება.  V კლასიდან კი მოსწავლეები სარგებლობენ სკოლის კაფეტერიით, სადაც, სურვილისამებრ, შეუძლიათ შეიძინონ მრავლეფეროვანი და ჯანსაღი საკვები. სკოლის კაფეტერიაში შესაძლებელია 1 ან 2 კვირიანი მენიუს აბონემენტის შეძენაც.  ასევე, მოსწავლეებს შეუძლიათ თან ატარონ საკუთარი ე.წ. „ლანჩ-ბოქსი“ და მიირთვან კაფეტერიაში.

როგორ ხდება ტრანსპორტირება?

ტრანსპორტის მარშრუტი დგება მოსწავლეებისთვის მაქსიმალურად კომფორტულად – ტრანსპორტი მიდის შეძლებისდაგვარად ახლოს მოსწავლის საცხოვრებელ ადგილამდე. იმის გათვალისწინებით, რომ ნიუტონი ძალიან დიდი სკოლაა, მოსწავლეების ტრანსპორტირება ხდება თითქმის ყველა უბნიდან.

რამდენი მოსწავლეა კლასში?

კლასში მაქსიმუმ 20 მოსწავლეა.

რამდენი მოსწავლეა კლუბში?

კლუბში დაახლოებით 12-15 მოსწავლეა.

რომელ საათზე იწყება და სრულდება სასწავლო პრცესი?

ნიუტონის თავისუფალ სკოლის I-IV კლასისა და ფრესქულის მოსწავლეები სწავლას იწყებენ 10:00 საათზე, ხოლო V-XII კლასის მოსწავლეები 09:00 საათზე. სავალდებულო საგაკვეთილო პროცესი ყველა კლასის მოსწავლისთვის სრულდება  14:45 საათზე, ხოლო 15:00 საათიდან 17:45 საათამდე მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ არჩევითი საკლუბო მეცადინეობებით.

სად ამზადებენ მოსწავლეები საშინაო დავალებას?

მოსწავლეებს დაწყებით კლასებში სკოლაშივე აქვთ სამეცადინო საათი.

რომელი უცხო ენებია ძირითადი კურიკულუმის ნაწილი?

მოსწავლეები პირველი კლასიდან იწყებენ ინგლისური ენის სწავლას, ხოლო მე-5 კლასში ირჩევენ მეორე სავალდებულო უცხოურ ენას – რუსულს ან გერმანულს.

ვინ არის მოსწავლეებთან დღის განმავლობაში?

დაწყებითი კლასების მოსწავლეები დღის უმეტეს ნაწილს ატარებენ თავიანთ მასწავლებელთან და  ტუტორთან ერთად.

რას სწავლობენ მოსწავლეები ტუტორის გაკვეთილზე?

I-IV კლასში კვირაში 1 სთ ეთმობა ტუტორის საათს, რომელიც ემსახურება მოსწავლის პიროვნულ და სხვადასხვა საჭირო უნარების განვითარებაზე ზრუნვას, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და გარემოს დაცვის საკითხებზე მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას.

გადიან თუ არა მოსწავლეები დღის განმავლობაში სუფთა ჰაერზე?

მოსწავლეებს ყოველ დღე აქვთ დიდი შესვენება, რომელსაც იყენებენ მაქსიმალურად ეფექტურად, მათ შორის, შესაბამისი ამინდის შემთხვევაში, აქტივობები იგეგმება სუფთა ჰაერზე. გარდა ამისა, მოსწავლეებს სპორტის გაკვეთილების ნაწილი უტარდებათ ღია სპორტულ მოედანზე.

ყველა საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლის?

პირველ კლასში მოსწავლეებს ქართულს, მათემატიკასა და ბუნებას ერთი მასწავლებელი ასწავლის, ხოლო მუსიკას, ხელოვნებასა და სპორტს ამ საგნების მასწავლებლები. მეორე კლასიდან მოსწავლეები გადადიან საგნობრივ სწავლებაზე და ყველა საგანს სხვადასხვა მასწავლებელი ასწავლით.

მოსწავლეთა ფიზიკური უსაფრთხოება სკოლაში

სკოლის სრული ტერიტორია შემოსაზღვრულია, მოსწავლეები სკოლის ტერიტორიაზე შემოდიან სპეციალური სახის ამომცნობი ტურნიკეტების გავლით, ხოლო ნებისმიერი სტუმარი შენობაში შემოდის მხოლოდ წინასწარ შეთანხმების შემდეგ. მოსწავლეებს სკოლის ტერიტორიის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ერთად, ხოლო უფროსკლასელები მხოლოდ მშობლის მიერ გაცემული თანხმობით ტოვებენ სკოლას. სკოლას ჰყავს კერძო დაცვის სამსახური და ასევე, დისციპლინის სამსახური, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე აქცევს ყურადღებას მოსწავლეთა უსაფრთხოებას. სკოლის შენობაში შემოსვლის შემდეგ, მოსწავლეები გადიან თერმოსკრინინგს სპეციალური კამერების გავლით.  სკოლის შენობაში არის თანამედროვე ჭკვიანი სახანძრო სისტემა, რომელიც აღჭურვილია კვამლის გამწოვი და წყალგამშხეფი სისტემით.

სად და რა მიმართულებებით აგრძელებენ სწავლას ნიუტონის კურსდამთავრებულები?

ნიუტონის სკოლის კურსდამთავრებულები მრავალფეროვანი ინტერესებით გამოირჩევიან, შესაბამისად, მათი არჩევანიც მრავალფეროვანია.

ინფორმაცია უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების შესახებ, რომლებიც ჩვენმა კურსდამთავრებულებმა აირჩიეს, იხილეთ ბმულზე:

https://www.facebook.com/NewtonFreeSchool/photos/3282857345095434

https://www.facebook.com/NewtonFreeSchool/photos/3282857335095435

https://www.facebook.com/NewtonFreeSchool/photos/2426809224033588

https://www.facebook.com/NewtonFreeSchool/photos/2426809224033588

რომელ საათამდეა კლუბები და რამდენი კლუბი შემიძლია ავირჩიო?

მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ საკლუბო მეცადინეობები 15:00 საათიდან 17:45 საათამდე. მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს იმდენი კლუბი, რამდენის არჩევის საშუალებასაც მისი ინდივიდუალური ცხრილი მისცემს. კლუბების ზოგად ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე, გაითვალისწინეთ, რომ შეთავაზებული კლუბები ყოველწლიურად ახლდება: http://newton.edu.ge/clubs/

რომელი სპორტული კლუბები გაქვთ?

მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ შემდეგი სპორტული კლუბები – კარატე, ფარიკაობა, ფრენბურთი, კალათბურთი, ფეხბურთი. კლუბების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://newton.edu.ge/clubs/

რომელი უცხო ენა შეიძლება ავირჩიო დამატებით კლუბში?

კლუბებში შეგიძლიათ აირჩიოთ ესპანური, ფრანგული, რუსული, გერმანული და ინგლისური ენა (native speaker-თან). კლუბების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე : http://newton.edu.ge/clubs/

დაემატება თუ არა საცურაო აუზი კლუბებს და იქნება თუ არა უფასო?

2021-2022 სასწავლო წლიდან შესაძლებელი იქნება საცურაო აუზით სარგებლობა. ცურვის კლუბის საფასური არ შევა სწავლის საფასურში.