დაგვიკავშირდით: 322 000230

მიღება

მიღება პირველ კლასში

ნიუტონის თავისუფალ სკოლაში პირველკლასელი მოსწავლეების მიღება გაზაფხულზე იწყება. რეგისტრაციისთვის საჭიროა შეავსოთ აპლიკაცია.

ნიუტონის თავისუფალი სკოლა იზიარებს მსოფლიო პრაქტიკას და მოსწავლეებს გასაუბრების საფუძველზე ირჩევს. გასაუბრებას სკოლის ფსიქოლოგი და დაწყებითი კლასების მასწავლებლები უძღვებიან. მარტივი შეკითხვებითა და თამაშებით ვიგებთ, თუ რამდენად არის ბავშვი მომზადებული სასკოლო ცხოვრების დასაწყებად.

სწავლის გაგრძელება ნიუტონის სკოლაში

ნიუტონის თავისუფალ სკოლაში სწავლის გაგრძელება სასწავლო წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, თუკი, რა თქმა უნდა, შესაბამის კლასში არის თავისუფალი ადგილი.

მიღების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მშობლებთან ურთიერთობის სამსახურს: info@newton.edu.ge; +995570705080; +9955705090; +995322000230;

ნიუტონის სკოლაში მიღების პირობები

ნიუტონის სკოლაში სწავლის გაგრძელების მსურველებს უტარდებათ გამოცდა/გასაუბრება:

XII კლასის მოსწავლეები წერით გამოცდას აბარებენ შემდეგ დისციპლინებში: ქართულსა და მათემატიკაში

IX, X და XI კლასის მოსწავლეები წერით გამოცდას აბარებენ შემდეგ დისციპლინებში: ქართული, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

V, VI, VII და VIII კლასის მოსწავლეები წერით გამოცდას აბარებენ ქართულსა და მათემატიკაში.

II, III და IV კლასის მოსწავლეებს უტარდებათ გასაუბრება სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან და ფსიქოლოგთან.