დაგვიკავშირდით: 322 000230

მიღება

მიღება პირველ კლასში

ნიუტონის თავისუფალ სკოლაში პირველკლასელი მოსწავლეების მიღება გაზაფხულზე იწყება. რეგისტრაციისთვის საჭიროა შეავსოთ აპლიკაცია.

ნიუტონის თავისუფალი სკოლა იზიარებს მსოფლიო პრაქტიკას და მოსწავლეებს გასაუბრების საფუძველზე ირჩევს. გასაუბრებას სკოლის ფსიქოლოგი და დაწყებითი კლასების მასწავლებლები უძღვებიან. მარტივი შეკითხვებითა და თამაშებით ვიგებთ, თუ რამდენად არის ბავშვი მომზადებული სასკოლო ცხოვრების დასაწყებად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@newton.edu.ge

სწავლის გაგრძელება ნიუტონის სკოლაში

ნიუტონის თავისუფალ სკოლაში სწავლის გაგრძელება სასწავლო წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, თუკი, რა თქმა უნდა, შესაბამის კლასში არის თავისუფალი ადგილი.

მიღების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მშობლებთან ურთიერთობის სამსახურს: info@newton.edu.ge; +995570705080; +9955705090; +995322000230;