მიღება

მიღება

2020-2021 აკადემიური წლისთვის ნიუტონის თავისუფალი სკოლა აცხადებს მიღებას საერთაშორისო ბაკალავრიატის დამამთავრებელი საფეხურის პროგრამაზე იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც სექტემბერში გადადიან მე-11 კლასში.

პროგრამაზე მიღება შემდეგ ეტაპებს მოიცავს:

  • ელექტრონული განაცხადის შევსება (იხ. ბმული)
  • აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი საბუთების წარდგენა
  • გასაუბრება

აპლიკაციის შევსების შემდეგ მოსწავლეებს დაუკავშირდება ჩვენი სკოლის კოორდინატორი და გასაუბრების დროს ინდივიდუალურად შეათანხმებს.

გასაუბრებაზე მოსწავლეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • საკვანძო იდეების აღმოჩენა და განზოგადება
  • პრობლემის გადაჭრის სტრატეგიების აღმოჩენა
  • დასკვნების ჩამოყალიბება საკვანძო იდეების საფუძველზე/საკვანძო იდეების საფუძველზე დასკვნების ჩამოყალიბება
  • დასკვნების შეფასება/რეფლექსია დაკვირვების საფუძველზე
  • მოტივაცია
  • კომუნიკაცია

საკონტაქტო ინფორმაცია: dp@newton.edu.ge; +995 591 61 60 70