დაგვიკავშირდით: 322 000230

პროგრამის შესახებ

The IB Diploma Programme

IB DP განკუთვნილია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის, რათა მოამზადოს ისინი არამხოლოდ გამოცდების წარმატებული დაძლევისთვის, არამედ საუნივერისტეტო და სოციალური ცხოვრებისთვის. გამუდმებით ცვალებად სამყაროში, DP-ის პროგრამა ეხმარება მოსწავლეებს განივითარონ ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური და ფიზიკური უნარები, დააკავშირონ ტრადიციული აკადემიური დისციპლინები, როგორც ერთმანეთთან, ასევე გარესამყაროსთან და გაუჩნდეთ მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და კულტურების მიმართ.

DP ფილოსოფია ეფუძნება მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომას, რომელშიც დიდ როლს თამაშობს მასში ტრანსდისციპლინარიზმი და კვლევაზე დაფუძნებული სწავლება.