საერთაშორისო ბაკალავრიატის დამამთავრებელი საფეხურის პროგრამა (International Baccalaureate Diploma Programme) განკუთვნილია მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები იძენენ საფუძვლიან საგნობრივ ცოდნას, რომელიც არა მხოლოდ გამოცდების წარმატებით დაძლევას, არამედ განათლების უმაღლესი საფეხურისთვის მზაობას უზრუნველყოფს. DP-ის პროგრამა ეხმარება მოსწავლეებს მაქსიმალურად განივითარონ ის ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური და ფიზიკური უნარები, რომლებიც მათ გამუდმებით ცვალებად სამყაროში ადაპტაციის პროცესს გაუადვილებს. DP მოსწავლეები ერთმანეთთან აკავშირებენ ტრადიციულ აკადემიურ დისციპლინებს და მიღებულ ცოდნას რეალური პრობლემების გადაჭრისას იყენებენ. დამამთავრებელი საფეხურის პროგრამის კურსდამთავრებულებს აქვთ მაღალი მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და კულტურების მიმართ, რაც 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
პროგრამის შესახებ:
დამამთავრებელი საფეხურის პროგრამა (Diploma Programme) მოიცავს 6 საგნობრივ ჯგუფს:
- ენა და ლიტერატურა
- უცხო ენები
- საზოგადოებრივი მეცნიერებები
- მეცნიერებები
- მათემატიკა
- ხელოვნება
და სამ ცენტრალურ საგანს:
- Theory of Knowledge (TOK)
- Creativity, Activity, Service (CAS)
- Extended Essay
ნიუტონის თავისუფალი სკოლა დამამთავრებელი საფეხურის პროგრამის (Diploma Programme) მოსწავლეებს შესაბამისი საგნობრივი ჯგუფებიდან შემდეგ საგნებს სთავაზობს:
- ლიტერატურა ქართულად – ენა და ლიტერატურა (Studies in language and literature)
- ლიტერატურა ინგლისურად – ენა და ლიტერატურა (Studies in language and literature)
- ინგლისური ენა – უცხო ენები (Language acquisition: Language B)
- გერმანული ენა – უცხო ენები (Language acquisition: Language ab initio)
- ისტორია – საზოგადოებრივი მეცნიერებები
- ბიზნესი და მენეჯმენტი – საზოგადოებრივი მეცნიერებები
- გლობალური პოლიტიკა – საზოგადოებრივი მეცნიერებები
- ქიმია- მეცნიერებები
- კომპიუტერული მეცნიერება- მეცნიერებები
- ბიოლოგია – მეცნიერებები
- ფიზიკა – მეცნიერებები
- მათემატიკა: Applications and interpretations SL – მათემატიკა
- მათემატიკა: Analysis and Approaches HL – მათემატიკა
იმისთვის, რომ მოსწავლემ დააკმაყოფილოს დიპლომის მიღების მოთხოვნები, აუცილებელია, რომ მან თითოეული საგნობრივი ჯგუფიდან აირჩიოს მინიმუმ ერთი საგანი. არჩეული ექვსი საგნიდან მოსწავლემ უნდა ისწავლოს 3 საგანი მაღალ დონეზე (High Level) და 3 საგანი სტანდარტულ დონეზე (Standard Level). სკოლის მიერ შემოთავაზებული საგნები ისწავლება შემდეგი დატვირთვით:
- ლიტერატურა – მაღალი დონე/ HL
- ინგლისური ენა- მაღალი დონე/ HL
- გერმანული ენა – სტანდარტული დონე/ SL
- ისტორია – არჩევითი დონე SL/HL
- ბიზნესი და მენეჯმენტი- არჩევითი დონე HL/SL
- გლობალური პოლიტიკა – არჩევითი დონე HL/SL
- ქიმია- არჩევითი დონე HL/SL
- კომპიუტერული მეცნიერება- სტანდარტული დონე/SL
- ბიოლოგია – არჩევითი დონე HL/SL
- ფიზიკა – არჩევითი დონე HL/SL
- მათემატიკა: Applications and Interpretations- სტანდარტული დონე /SL
- მათემატიკა: Analysis and Approaches – მაღალი დონე / HL
საკონტაქტო ინფორმაცია: dp@newton.edu.ge;
IB DP პროგრამის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით შეგიძლიათ ეწვიოთ პროგრამის ოფიციალურ ვებ-გვერდს: ლინკი