დაგვიკავშირდით: 322 000230

პროგრამის შესახებ

IB უნიკალური საერთაშორისო განათლების პროგრამაა, 3-19 წლის ასაკის მოსწავლეებისთვის. IB პროგრამის მიზანია, მოსწავლეებისთვის სწავლის პროცესი გახდეს მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

IB პროგრამა ხელს უწყობს მოსწავლეებს ჩამოყალიბდენიან ადამიანებად, რომლემლებსაც არ ეშინიათ ახალი გამოწვევების, არიან თავდაჯერებულები, იღებენ ეთიკურად გამართლებულ გადაწყვეტილებებსა და მზად არიან რეალური ცხოვრების კომპლექსური და მოულოდნელი სიტუაციებისთვის.

IB განათლება:

  • ორიენტირებულია მოსწავლეზე, რათა მას ჰქონდეს ჰარმონიული ურთიერთობა სამყაროსთან და გაუმკლავდეს პიროვნულ გამოწვევებს.
  • ავითარებს სწავლებისა და სწავლის ეფექტურ მეთოდებს, ეხმარება მოსწავლეებს შეიძინონ ის უნარები და ჩვევები, რომლებიც არამხოლოდ აკადემიური, არამედ პიროვნული წარმატებისთვისაა აუცილებელი.
  • თანხმობაშია გლობალურ კონტექსტთან – საერთაშორისო განათლება ეხმარება მოსწავლეებს ისწავლონ განსხვევებული ენები და გაეცნონ კულტურები. ამასთან, აღმოაჩინონ გლობალური მნიშვნელობის მქონე იდეები და დილემები.

IB პროგრამის მოსწავლეები სვამენ შეკითხვებს, აქვთ თეორიული ცოდნა, არიან მოაზროვნეები, შეუძლიათ მიიღონ და გასცენ ინფორმაცია, არიან მზად ახალი საკითხების გასააზრებლად, შეუძლიათ სხვებზე ზრუნვა, რისკზე წასვლა, არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სამყაროში მიმდინარე მოვლენების რეფლექსია.

ეს უნარ-ჩვევები ეხმარება ადამიანს იყოს წარმატებული, არამხოლოდ ინტელექტუალური  და აკადემიკური განვითარების პროცესში, არამედ მათ მიღმა.