საერთაშორისო ბაკალავრიატის (The International Baccalaureate® (IB)) პროგრამა
IB მსოფლიო აღიარების მქონე სასკოლო განათლების საერთაშორისო პროგრამაა, რომელიც განკუთვნილია 3-19 წლის ასაკის მოსწავლეებისთვის. IB პროგრამის უმთავრესი მიზანია, რომ სიახლის შემეცნების სურვილი მოსწავლეებისთვის ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელ ნაწილად იქცეს.
IB პროგრამა ხელს უწყობს მოსწავლეებს ჩამოყალიბდნენ ისეთ ადამიანებად, რომლებსაც არ შეეშინდებათ ახალი გამოწვევების, იქნებიან თავდაჯერებულნი, მიიღებენ ეთიკურად გამართლებულ გადაწყვეტილებებსა და რეალური ცხოვრების კომპლექსურ და ცვალებად მოთხოვნებს დამოუკიდებლად გაუმკლავდებიან.
IB განათლება:
- ორიენტირებულია მოსწავლეების პიროვნულ ზრდაზე და ხელს უწყობს მათ გახდნენ ეთიკური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები, რომლებსაც ჰარმონიული ურთიერთობა ექნებათ სამყაროსთან;
- ავითარებს სწავლებისა და სწავლის ეფექტურ მეთოდებს, ეხმარება მოსწავლეებს შეიძინონ ის უნარები და ჩვევები, რომლებიც არამხოლოდ აკადემიური, არამედ პიროვნული წარმატებისთვისაა აუცილებელი;
- ითვალისწინებს გლობალურ კონტექსტს – საერთაშორისო განათლება ეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვა გზით და სხვადასხვა ენაზე შეიმეცნონ მათთვის უცხო კულტურა. ამასთან, იმსჯელონ გლობალური მნიშვნელობის იდეებსა და დილემებზე.
IB პროგრამის მოსწავლეები იძენენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ სწავლობენ მიღებული ინფორმაციის ანალიზის სხვადასხვა ტექნიკას, სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე რეფლექსიას და საკუთარი მოსაზრების არგუმენტირებულ პრეზენტაციას. მათ შეუძლიათ რისკების გონივრული გათვლა და სხვებზე ზრუნვა.
ეს უნარ-ჩვევები ეხმარება ადამიანს იყოს წარმატებული, არამხოლოდ ინტელექტუალური და აკადემიკური განვითარების პროცესში, არამედ მათ მიღმა. კერძოდ, IB ფილოსოფიის თანახმად, აკადემიურ წინსვლასთან ერთად დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეების პიროვნულ ზრდას.
2020-2021 სასწავლო წლიდან ნიუტონის თავისუფალი სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს საერთაშორისო ბაკალავრიატის სამივე საფეხურის პროგრამას:
- დაწყებითი საფეხურის პროგრამა – Primary Years Programme
- შუალედური საფეხურის პროგრამა – Middle Years Programme
- დამამთავრებელი საფეხურის პროგრამა – Diploma Programme
ნიუტონის თავისუფალმა სკოლამ წარმატებით მოიპოვა დამამთავრებელი საფეხურის პროგრამის ავტორიზაცია საერთაშორი ბაკალავრიატის ორგანიზაციისგან: https://www.ibo.org/school/060626/
რაც შეეხება დაწყებითი და შუალედური საფეხურის პროგრამებს, ნიუტონის თავისუფალი სკოლა ამჟამად ორივე პროგრამაზე სარგებლობს კანდიდატი სკოლის სტატუსით და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ ავტორიზებული სკოლა გახდება. დეტალური ინფორმაცია IB პროგრამების ავტორიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე
Newton Free School is a Candidate School* for the Middle Years Programme (MYP). This school is pursuing authorization as an IB World School. These are schools that share a common philosophy—a commitment to high quality, challenging, international education that Newton Free School believes is important for our students.
*Only schools authorized by the IB Organization can offer any of its four academic programmes: the Primary Years Programme (PYP), the Middle Years Programme (MYP), the Diploma Programme, or the Career-related Programme (CP). Candidate status gives no guarantee that authorization will be granted. For further information about the IB and its programmes, follow the link.